in

Gap-ის ახალი სარეკლამო კამპანია Wieden+ Kennedy-სთან ერთად

არც თუ ისე დიდი ხნის წინ კინორეჟისორისთვის სირცხვილი იყო რეკლამის გადაღება. ალბათ გახსოვთ ცნობილი ისტორია, როდესაც ფელინის კრიტიკული მომენტი დაუდგა და განაცხადა “ჩემი მაყურებელი მოკვდა”, რის შემდეგაც იძულებული გახდა რეკლამებზე ემუშავა.

BOG

დღეს კი, კარგი რეკლამა ხელოვნების ნიმუშად არის აღიარებული და კინორეჟისორებმა აქტიურად დაიწყეს სარეკლამო რგოლების გადაღება. უკვე რამდენი წელია დევიდ ფინჩერი ამ კუთხით პირველობას არ თმობს და ბევრი ცნობილი ბრენდი ფინჩერისეული რეკლამის გადასაღებად სახსრებს არ იშურებს.

ერთ-ერთი ბოლო რეკლამა, რომელზეც ფინჩერმა იმუშავა ეს არის Gap-ის ახალი კოლექცია. ბრენდმა გადაწყვიტა მარკეტინგული სტრატეგიის შეცვლა და ამაში სარეკლამო სააგენტო Wieden + Kennedy დევიდ ფინჩერთან ერთად დაიხმარა. რეჟისორმა Gap-ის შავ თეთრი ვიდეოების სერია “Dress Normal” გადაიღო, რომელშიც მთავარი თემა ახალგაზრდები და უცნაური ურთიერთობებია.

დანარჩენს უკვე ვიდეო გეტყვით

http://youtu.be/g_8Gag5Mc74

http://youtu.be/6FJUSftHfKY

http://youtu.be/X8ANBQDkC0A

http://youtu.be/LUXJKQbdxN4

“IT-შნიკი” ქალები თეთრეულის რეკლამაში გადაიღეს

ექსტრემალური დაშვება მთაწმინდიდან მამა დავითამდე! – ფილიპ პოლსკი თბილისში