in

დაე, ყველამ გაიგოს, რა შეგიძლია შენ! – GAP-ის კამპანია ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდასაჭერად

Gap–მა ახალი კამპანია “Do You”  წამოიწყო , რომლის მიზანი პერსპექტიული, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი სამყაროსთვის გაცნობაა.

 

კომპანიამ, ფოტოხელოვან ნადინ იჟვერთან თანამშრომლობით, რომელიც ცნობილია თავისი პორტრეტებით, ვიდეორგოლიც გადაიღო. აქ არის ახალგაზრდა დრამერი ბიჭი, რომელიც შეუსვენებლად მუშაობს, ვარჯიშობს იმისთვის, რომ თავისი მუსიკალური შესაძლებლობები კიდევ უფრო დახვეწოს და პროფესიად აქციოს. ვიდეორგოლში კიდევ ერთი ძალიან ლამაზი გოგონაა, რომელსაც ვერასდროს წარმოედგინა თავისი თავი მოცეკვავედ, თუმცა კი ყოველთვის ოცნებობდა ამაზე. კამპანიის წყალობით მან, როგორც იქნა, თავისი ნიჭი გამოავლინა და ცეკვა დაიწყო. ეს Gap–ის კამპანიის მხოლოდ დასაწყისია. კომპანია გეგმავს, რაც შეიძლება მეტი ასეთი ადამიანი აღმოაჩინოს და მათი ნიჭი სრულყოფილად გამოვლინოს.

კამპანიასთან ერთად, Gap–ი ახალ კოლექციას უშვებს, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის იდეით არის შთაგონებული. კომპანიას სურს თავისი ახალი განსხვავებული ხაზი მის მიერ აღმოჩენილ ნიჭიერ ახალგაზრდებს მოარგოს.

Ad Black Sea 2016 announces jury team and the Chairman of Media contest

სელფის გიგანტური ჯოხი – Toyota–ს კამპანია Flow Festival–ზე