in

ახალი კამპანიით Gap-ს სურს, ძველი დიდება დაიბრუნოს

თუ Gap-ის მომხმარებელი ხართ ან უბრალოდ თვალს ადევნებთ მის მარკეტინგულ აქტივობებს, მეტად სავარაუდოა, რომ უფრო ძველი კამპანიები გახსოვდეთ… საკმაოდ დიდი დრო გავიდა და, სამწუხაროდ, ბრენდის საქმეც ვეღარ მიდის ისე კარგად. ეს, რა თქმა უნდა, მათ ფინანსებზეც აისახა — 12 თვის მანძილზე Gap Inc.-ის შემოსავლები 7%-ით შემცირდა, თავად Gap-ის გაყიდვები კი 15%-ით. 

BOG

ამ ფინანსური თუ შემოქმედებითი კრიზისებისგან თავის დასაღწევად კომპანიამ გადაწყვიტა, რიჩარდ დიქსონი დაექირავებინა. სწორედ ის ადამიანი, რომელიც Barbie-ის ბრენდის რენესანსს აკვირდებოდა და მანამდე Gap Inc.-ის ხელმძღვანელთა საბჭოსაც ემსახურებოდა. შესაბამისად, ბრენდსაც იმაზე უკეთ იცნობდა, ვიდრე სხვა კანდიდატები. 

Gap საუკეთესო იყო ორიგინალურობაში, პოპკულტურის ბრენდი გახლდათ და მან უბრალოდ ტანსაცმელების გაყიდვაზე მეტი რამ გააკეთა. აქამდე ნამდვილად შესანიშნავები იყვნენ ამაში, თუმცა ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ Gap-მა მემკვიდრეობა ვერ გააგრძელა და ვერც მისი პოტენციალი გამოიყენა, — აცხადებს დიქსონი.

ამიტომ, მან მთელი ძალისხმევა, Gap-ის CEO მარკ ბრეიტბარდთან ერთად, ფინანსების გაუმჯობესებისკენ მიმართა. სწორედ ამ მიზნით გამოუშვეს ახალი კამპანიაც, რომელიც თითქოს ერთდროულად ბრენდის წარმატებულ პერიოდსაც ეხმიანება და მომავალსაც. რეკლამაში სამხრეთ აფრიკელ არტისტს Tyla-ს წარმოგვიდგენენ, რომელმაც ახლახან მოიგო გრემი. მასთან ერთად Jungle-ს ელექტრონული მუსიკის ჯგუფსაც ნახავთ, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს YouTube-ზე და რომლის ნამუშევრებსაც კომერციული მიზნებისთვის Apple, Starbucks და EA Sports იყენებდა…

საინტერესოა ისიც, რომ ამ კამპანიით Gap ციფრულ სამყაროში აბიჯებს და თავის ხარჯებს YouTube-ისკენ მიმართავს, რათა მიაღწიოს იმ სეგმენტამდე, რომელიც, შესაძლოა, დღეს უკეთ იცნობდეს Tyla-ს მუსიკას, ვიდრე Gap-ის ისტორიას… ეს გამოცდილება კი, როგორც ამბობენ, მაღაზიებსა და ონლაინ სივრცეშიც გავრცელდება. 

ვიტყოდი, რომ ჩვენს მუხტს ვაბრუნებთ და, რაც მთავარია, ვიწყებთ ამისთვის მნიშვნელობის ხელახლა მინიჭებას, რათა კვლავ გახდეს კულტურული საუბრების ნაწილი…, — ამბობს დიქსონი.

SHELL – დიდი კომპანიების შვილობილი და თავად გიგანტი

#პორტფოლიო – გაეცანით ნამუშევრებს სააგენტო Maverik-ის შემოქმედებიდან