in ,

ზეტ თაობასთან აქტიური კომუნიკაციისთვის GAP-მა დიზაინერ Sandy Liang-თან დაიწყო თანამშრომლობა

Gap-მა კულტურული რელევანტურობის დასაბრუნებლად, ნიუ-იორკელ დიზაინერ Sandy Liang-თან კოლაბორაცია დაიწყო. კოლექცია, გოგოობისა და შემოქმედებითობის თემატიკას ეძღვნება და არის ბრენდის მცდელობა გადოს ხიდი თაობებს შორის და მოიზიდოს ახალი აუდიტორია.

BOG
BOG

ლიმიტირებული კოლექცია Gap x Sandy Liang ბრენდის კლასიკურ სილუეტებს ლიანგის მხიარულ, ჰიპერფემინურ ესთეტიკასთან აერთიანებს. ნაკრებში წარმოდგენილია ქალებისა და ბავშვების ტანსაცმელი, როგორიცაა, ნაკეცებიანი ჯინსის მინი ქვედაბოლოები, ვეგანური ბეწვით გაწყობილი ჯინსის ქურთუკები და ბაფთებით მორთული ჰუდები.

Gap-ის მარკეტინგული სტრატეგია განსხვავებულ მიდგომას გულისხმობს – ბრენდის ისტორიაში პირველად, კამპანია წარმოდგენილია ანიმაციური ფილმის სახით, რაც მკვეთრი გადახვევაა ბოლოდროინდელი რეკლამებისგან, რომლებშიც ქორეოგრაფიული ცეკვები, ყურადღების მიმპყრობი მუსიკალური თემები და ბრენდის ცნობილი ამბასადორები (გვინეთ პელტროუ და გოგონათა ჯგუფი Katseye) ფიგურირებდნენ.

ვიზუალური არტისტის ენი ჩოის მიერ შექმნილი ანიმაციური კლიპის სიუჟეტი ნიუ-იორკში ვითარდება, იმ ქუჩაზე, სადაც ლიანგის მამის რესტორანი “Congee Village” მდებარეობს. კონცეფციის მიხედვით, რესტორანის ზემოთ პატარა ლიანგის მოდის ოცნებები ჯადოსნური კარადის საშუალებით იქცავა რეალობად.

ბრენდის განმარტებით, ეს მიდგომა ასახავს ბრენდის ფუნდამენტურ ფილოსოფიას – ნოსტალგიისა და თანამედროვეობის შერწყმას. ამ ტიპის ანიმაციები განსაკუთრებულ რეზონანსს პოულობს მილენიალებში, ხოლო Gap-ისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ათწლეულის ესთეტიკური ელემენტების ჩართვა თანამედროვე კრეატივში.

რელევანტურობის დაბრუნების სტრატეგია

Sandy Liang-თან თანამშრომლობა არის Gap-ის მიერ კულტურული რელევანტურობის დაბრუნების მიზნით გადადგმული ნაბიჯი. ბოლო პერიოდში, ბრენდმა აქტიურად გააფართოვა კოლაბორაციების პორტფოლიო: აგვისტოში გამოვიდა კოლექცია საბარგულის ბრენდ Béis-თან, ხოლო მანამდე განხორციელდა თანამშრომლობები ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Harlem’s Fashion Row, Dôen, Madhappy და Palace.

Gap-ის მარკეტინგული ტრანსფორმაცია დაიწყო 2023 წელს, როდესაც Mattel-ის ყოფილი აღმასრულებელი რიჩარდ დიქსონი მშობელი კომპანია Gap Inc.-ის გენერალური დირექტორის პოსტზე დაინიშნა. მოგვიანებით, 2024 წელს, გუნდს შეუერთდნენ ფაბიოლა ტორესი და კრეატიული დირექტორი ზაკ პოსენი, რომლებმაც ახალი სიცოცხლე შთაბერეს ბრენდის მარკეტინგულ სტრატეგიას.

კამპანიების ახალგაზრდა აუდიტორიაზე ფოკუსირებისთვის Gap-მა ასევე აქტიურად დაიწყო ზეტ თაობის ცნობილი სახეების, როგორებიცაა ტროი სივანი და ტაილა, ჩართვა.

ფინანსური პერსპექტივიდან, Gap Inc.-ის 2025 წლის მეორე კვარტლის შედეგები სტაბილურია – $3.73 მილიარდი წინა წლის $3.72 მილიარდთან შედარებით. თუმცა, კომპანია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები სავარაუდოდ $150-175 მილიონით გაზრდის ხარჯს მიმდინარე წელს.

წყარო: Adweek

რა შანსებია შემოქმედებით ინდუსტრიაში 40+ ასაკში

ფილიპინელი ქალი ბილბორდებს საქმროს საპოვნელად იყენებს — დაინტერესებულთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა!