21
Nov
2018

როგორი იქნებოდა კომპანია, რეალური ადამიანი რომ ყოფილიყო?

21 Nov 2018

როგორი შესახედაობა ექნებოდა კომპანიას, რეალური ადამიანი რომ ყოფილიყო? როგორი სტილი ექნებოდა? რა ასაკის იქნებოდა და ზოგადად, როგორ მოიტანდა ჩემამდე საკუთარ ხასიათს? – ამ კითხვებით დაიწყო გრაფიკულმა დიზაინერმა მექი გიორგაძემ პოსტერების ამ სერიაზე მუშაობა.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ავერსი

მექი გიორგაძე: “ამჟამად, საგანს გავდივარ GIPA-ში, სახელწოდებით “ეფექტური კომუნიკაცია”. ბევრ საინტერესო საკითხს ვეცნობი, როგორიცაა არავერბალური კომუნიკაცია, სხეულის ენა და მისი გავლენა კომუნიკაციის პროცესში, ემოციის აპარატი და მრავალი სხვა. ამ ინფორამციის გამოყენებას შევეცადე პროექტში და საქართველოში მოღვაწე ბრენდებისგან შევქმენი პერსონაჟები. პროექტის მთავარი მიზანია იმის შემოწმება, თუ რამდენად აღქმადია კონკრეტული ბრენდი მომხმარებლისთვის და რამდენად ძლიერია მათი ვიზუალური კომუნიკაცია.

სილკნეტი

გასაკვირი აღარ არის თუ რომელიმე ბრენდს გამოვხატავთ საფირმო ფერით და სახეცვლილი ლოგოტიპით, ძლიერი ბრენდის ამოცნობა შესაძლებელია ამ 2 პარამეტრის მიხედვითაც, მაგრამ ეს გზა უფრო საინტერესო რომ გამეხადა, გადავწყვიტე არ გამომეყენებინა კომპანიის საფირმო ფერი, ამიტომ შემოვიტანე გრადიენტები და კომპლიმენტარული ფერები. ლოგოტიპი საერთოდ ამოვიღე პოსტერებიდან. პერსონაჟებიდან წამოსული ემოციებით, მიმიკით, კონტრასტებით, ატმოსფეროთი, გარემოში მიმოფანტული ობიექტებით, შევეცადე მნახველი ასოციეაციებით მიმეყვანა კონკრეტულ ბრენდამდე.”

მინისო

ნატახტარი

ერთგული

როზველი

განხილვა