სარეკლამო სივრცეში არაერთი გაქცეული პატარძალი გვინახავს. ამჯერად, Renault-მა კიდევ ერთი გაგვაცნო. ისეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმის დროს, როგორიც ოჯახის შექმნაა, ეჭვებიც საკმაოდ მრავლად ტრიალებს თავში. თუ, რომელიმე მათგანი საფუძვლიანია, მაშინ გვერდით მყოფ მზრუნველ მამასთან ერთად, ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე, ერთმა უჩვეულო გასეირნებამაც კი შესაძლოა სრულიად სხვა ფინალამდე მიგვიყვანოს. მით უმეტეს, როდესაც ხელთ ისეთი მაცდური ახალი ავტომობილის გასაღებია, როგორიც Renault-ის Koleos-ია, საფიქრალი ბევრი არაფერია. ვიდეორგოლი სააგენტო Publicis-მა მოამზადა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=41&v=_7q6_z7WxE8