in

უკრაინაში ომის გამო მოსკოვის Garage Museum-მა გამოფენები შეაჩერა

ბოლოს დროს განვითარებულმა მოვლენებმა ყველა ჩვენგანზე იმოქმედა და დაგვეთანხმებით, რომ უმეტესობას გაგვიჩნდა სურვილი, ჩვენი პროტესტი რაღაც ფორმით ყოფილიყო გამოხატული. ამ დღეებში ბევრი მითქმა-მოთქმა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ მხრივ თავად რუსეთში, როგორია რუსი ხალხის, იქაური მშვიდობიანი მოქალაქეების დამოკიდებულება, რომელთაც კავშირი არ აქვთ პოლიტიკასთან. ხელოვნების სფერო რუსეთში შედარებით აქტიურობით გამოირჩევა და რიგ ღონისძიებებს ახორციელებს ომის გასაპროტესტებლად.

BOG
BOG

მაგალითად, 26 თებერვალს თანამედროვე ხელოვნების გარაჟის მუზეუმმა გამოაცხადა, რომ შეაჩერებს ყველა გამოფენაზე მუშაობას მანამ, სანამ უკრაინაში განვითარებული ადამიანური და პოლიტიკური ტრაგედია არ შეწყდება. ეს განცხადება პრესამ მუზეუმის ელფოსტიდან მიიღო.

ამ პერიოდში მუზეუმს დაგეგმილი ჰქონდა შემდეგი ღონისძიებები: ლიდია მასტერკოვას, ენ იმჰოფის, ჰელენ მარტენის და საოდატ ისმაილოვას მომავალი გამოფენები. მუზეუმის განცხადება, რომელიც ასევე ჩანს მის ვებსაიტზე, მიუთითებს იმაზე, რომ დაწესებულება შეასრულებს თავის ვალდებულებებს იმ ხელოვანების მიმართ, რომელთა პროექტებიც გადაიდო და მასთან მანამდე ნდობითა და ენთუზიაზმით მუშაობდა. მასტერკოვას გამოფენა 16 მარტს უნდა გაიხსნას, ხოლო იმჰოფის ჩვენება, 5 აპრილს. იმჰოფი პირველი რუსი მხატვარია, რომელმაც 2017 წელს ვენეციის ბიენალეზე ოქროს ლომი მოიპოვა.

კიარტანსონის გამოფენა “სანტა ბარბარა – ცოცხალი ქანდაკება” დეკემბერში გაიხსნა და წესით, 13 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა თავად ავტორი აცხადებს, რომ “შეუძლებელია ამ ნამუშევრის არსებობა მიმდინარე საშინელების პარალელურად”.

sketch for the Santa Barbara living sculpture

Garage მუზეუმი დაარსდა 2008 წელს, გამოჩენილი თანამედროვე ხელოვნების კოლექციონერის, დაშა ჟუკოვასა და მისი მაშინდელი პარტნიორის რომან აბრამოვიჩის მიერ, რომელიც ასევე კოლექციონერი იყო. მას შემდეგ ის გაფართოვდა და დღეს არა მხოლოდ თანამედროვე არტისტების გამოფენებს მასპინძლობს, არამედ კვლევითი ცენტრიც არის, რომელიც 1950-იანი წლების რუსული ხელოვნების არქივებს მოიცავს.

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

კოსმოსთან დაკავშირებული ცრუ წარმოდგენები — რისი სჯერა ხალხს?

წითელი ჯვარი და Wolt დაზარალებული ხალხის დასახმარებლად ერთიანდებიან