in

გამოვლინდა 48 საათიანი ჰაკათონის გამარჯვებული გუნდები! Garage 48

Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო დამას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.

23 აპრილს, 20:00 საათზე Impact Hub Tbilisiში დასრულდა 48 საათიანი ჰაკათონი, Garage48, სადაც პროგრამისტებმა, დიზაინერებმა, მარკეტერებმა, მეწარმეებმა და პროექტ-მენეჯერებმა განავითარეს კრეატიული იდეები და შექმნეს სამუშაო პროტოტიპები. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტმა მონაწილემ, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს მენტორებთან ერთად. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ ფულადი ჯილდო თიბისი ბანკისგან (I ადგილი – 3000 ლარი, II ადგილი – 2000 ლარი, III ადგილი – 2000) და ერთთვიანი ულიმიტო წევრობა Impact Hub Tbilisi-ში.

უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა: I ადგილი – RehabGlove – ინსულტის სარეაბილიტაციო ხელთათმანი, II ადგილი – E-Toy – საგანმანათლებლო სათამაშო, III ადგილი – BookAR – მობილური აპლიკაცია – ცოდნის ვიზუალიზაცია.

გიორგი ცხოვრებაძე (I ადგილზე გასული გუნდის წარმომადგენელი): “ჩვენ გუნდში ვიყავით ოთხნი, მე, ლუკა ცხოვრებაძე (ჩემი ძმა), ნიკა ჯებირაშვილი და გიორგი სხირტლაძე. მე ვსწვალობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ჩემი ძმა დიმიტრი MITში, ამერიკაში, ლუკა სწავლობს სკოლაში, კომაროვში, ნიკა ჯებირაშვილი სწავლობს აგრარულში და გიორგი სხირტლაძე – თავისუფალში. ჩვენ გავაკეთეთ ინსულტის სარეაბილიტაციო ხელთათმანი, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თერაპიებს ვირტუალურ რეალობაში, რომ რეაბილიტაცია იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ეფექტური და სახალისოც. ინსულტის რეაბილიტაცია ძალიან ძვირი ჯდება, დაახლოებით, 11 000 დოლარი წელიწადში და ჩვენ გვინდა, რომ შევცვალოთ ეს და გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი რეაბილიტაცია და ასევე, ვიყენებთ ტექნოლოგიას, რომ გავაუმჯობესოთ არსებული სარეაბილიტაციო მეთოდები და გავხადოთ უფრო სახალისო იმიტომ, რომ რეაბილიტაციის დროს, პაციენტის მოტივაცია ძალიან დიდ გავლენას ახდენს, რამდენად სწრაფად მოხდება რეაბილიტაცია და ამიტომ, ამ ხელთათმანის დახმარებით, პაციენტმა, ვირტუალურ რეალობაში, უნდა ითამაშოს რაღაც თამაშები. ეს თამაშები იქნება დაფუძნებული ფსიქოლოგიურ თერაპიებზე და ასევე, თამაშის დროს, ამ ხელთათმანით, პაციენტი გააკეთებს ფიზიკურ თერაპიას. თან მოტივაციაც მოემატება იმიტომ, რომ თამაშებს ითამაშებს, ყველას უყვარს თამაში. პრეზენტაცია გავაკეთეთ, დაახლოებით, 3 წუთიანი და ამ პრეზენტაციის დროს, გუნდის წევრმა გააკეთა დემონსტრაცია – ლაივდემო“.


ალექსანდრე კალანდაძე (II ადგილზე გასული გუნდის წარმომადგენელი): „
ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა მოწყობილობა, რომელის საშუალებითაც ბავშვებს შეეძლებოდათ თამაში, რაიმე ახლის სწავლა და ლოგიკური აზროვნების განვითარება ერთდროულად. დღევანდელ დღეს ბავშვები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერებთან, პლანშეტებთან და სმარტფონებთან, ამიტომაც ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა მოწყობილობა, სათამაშო, რომელიც იქნებოდა სახალისო და საგანმანათლებლო. ბავშვები თამაშს შეძლებდნენ არა კომპიუტერის ეკრანში, არამედ რეალობაში. ასევე მოწყობილობა დაეხმარება მათ განავითარონ ლოგიკური აზროვნება, ასწავლოს როგორ ყალიბდება მარტივი ალგორითმები და ბავშვობიდანვე აჩვევს რამდენიმესაფეხურიანი ამოცანების გადაჭრას. რაც ყველაზე საინტერესოა, თავიანთი შექმნილი ალგორითმის მუშაობას ისინი დაინახავდნენ რეალურად, რეალურ დროში. 48 საათიანი მუშაობის შედეგად ჩენმა გუნდმა შექმნა პროტოტიპი, სახელწოდებით Educational Logical Toy ( E-Toy). იგი შედგება ორი ნაწილისგან: პროგრამირების მოდულისა და შემსრულებელი მოწყობილობისაგან (რობოტისგან). საწყის ეტაპზე, რობოტს შეუძლია 4 ბრძანების შესრულება, ესენია: წინ, უკან, მარჯვნივ და მარცხნივ წასვლა. ბავშვი წინასწარ აყალიბებს მთლიან ალგორითმს და ღილაკების საშუალებით წინასწარ უთითებს მთელ მარშრუტს, რომელიც რობოტმა უნდა გაიაროს. ამის შემდეგ, ღილაკის საშუალებით, რადიო სიხშირით ინფორმაცია გადაეცემა რობოტს და რობოტი ასრულებს ბრძანებებს ალგორითმის მიხედვით, ანუ რეალურად ბავშვი ითვისებს, თუ როგორ იწერება მარტივი პროგრამა. იგი ღილაკების საშუალებით ქმნის ალგორითმს და წინასწარ აპროგრამებს რობოტს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბავშვი რეალურ დროში ხედავს მის მიერ შექმნილ პროგრამული ალგორითმის მუშაობას. სამომავლოდ მიზნად ვისახავთ პროტოტიპის დახვეწას, დიზაინის გაუმჯობესებას, ასევე დაემატება სხვადასხვა ფუნქციები, რომლებიც მოწყობილობას გახდის უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ბავშვებისათვის. სამომავლოდ, ვაპირებთ ამ სათამაშოების ინტერნეტ-მაღაზიებში გაყიდვასა და სერიულ წარმოებას“.


ნიკა ლოსაბერიძე (III ადგილზე გასული გუნდის წარმომადგენელი):
“BookAR არის ინოვაცუიური აპლიკაცია რომელიც დაამკვიდრებს სწავლის ახალ მეთოდს. BookAR-ის გუნდი შედგება 4 წევრისაგან: ნიკა ონიანი(პროექტის მენეჯმენტი), ნიკა ლოსაბერიძე და ლევან ტაბიძე (პროგრამული უზრუნველყოფა), გიორგი ვეკუა(დიზაინი). ჩვენ ვამზადებთ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკასა და პროგრამირებაში, ხშირად მათ უჭირთ ხოლმე ამა თუ იმ ახალი მასალის აღქმა. ჩვენი სურვილი იყო დავხმარებოდით მათ და უფრო ინტერაქტიული, შემეცნებითი და სახალისო გაგვეხადა სწავლის პროცესი, აქედან გამომდინარე მოგვაფიქრდა BookAR კონცეფცია და გადავწყვიტეთ Garage48Tbilisi-ზე განგვეხორციელებინა ეს იდეა. იმის ნაცვლად, რომ მოსწავლე დაკმაყოფილდეს მხოლოდ და მხოლოდ ტექსტითა და რამდენიმე სურათით, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას მობილური აპლიკაციის დახმარებით მოცემულ თემა უკეთესად გაიაზროს და წარმოიდგინოს ვიზუალურად. ჩვენი აპლიკაცია ეფუძნება Augmented Reality-ს. აპლიკაციის გამოყენება ძალიან მარტივია, მობილური ტელეფონის კამერით შევხედავთ სასურველ ობიექტს და ეკრანზე გამოჩნდება შესაბამის თემაზე ვიდეო/ანიმაცია/3Dმოდელები. მაგალითად, წიგნში აღწერილი ქიმიის ცდა ძნელი წარმოსადგენია მისი დანახვის გარეშე და ჩვენ ვაჩვენებთ ამ ცდის ამსახველ ვიდეოს, ზემოთ აღწერილი მეთოდის გამოყენებით“.

„ნაციონალური დელიკატესი ND“ – სადილი 2 წუთში

EXCLUSIVE: ჰამაკი დრონზე, ახალი ლუდი და Leavingstone-ს მორიგი გაფრენა