28
Jun
2019

ამაზონი გლემფინგ კოტეჯების გაყიდვას იწყებს

28 Jun 2019

“გლემფინგი”, იგივე “გლამურული კემპინგი” სულ უფრო პოპულარული ხდება. გლემფინგი მათთვისა, ვისაც ბუნებაში გასვლა უყვარს და ამავდროულად, სურს, კომფორტის ზონას არ გაცდეს. ონლაინ მაღაზია ამაზონი კი ცდილობს, დროს ფეხი აუწყოს და მან სწორედ ასეთი საზოგადოებისთვის გლემფინგ კოტეჯების გაყიდვა დაიწყო. და თუკი აქამდე მსგავსი ტიპის კოტეჯების შეძენა არც თუ ისე მარტივი იყო, გლემფინგის მოყვარულებს მისი ყიდვა გაუმარტივდებათ.

კოტეჯები იმგვარი სტრუქტურისაა, რომ არ შედის გარემოსთან რეაქციაში და რაც მთავარია, გეხმარებათ, რეალურად აღიქვათ ხედები სივრციდან გაუსვლელად – როგორც დღისით, ისე ღამითაც. ასევე, იტანს როგორც წვიმას, ისე – თოვლს და არის საკმაოდ გამძლე. გლემფინგ კოტეჯი არის 100 პროცენტით გადამუშავებადი, რაც დღესდღეობით ბუნებისთვის/გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

განხილვა