in

ისტორიისა და თანამედროვეობის სინთეზი – Garden Hills-ის ახალი უბანი ძველ თბილისში

ძველი თბილისის ხასიათი ყველაზე მეტად ქალაქის ისტორიულ ნაწილში იგრძნობა. მისი არქიტექტურა, ძველი აივნები და ვიწრო ქუჩები არაერთ ამბავს ინახავს, ამბავს, რომელსაც თბილისი ჰქვია. 

ისტორიული თბილისი საზოგადოების მხრიდან ინტერესს არცერთ ეტაპზე არ კარგავს და მუდმივად არის როგორც ტურისტების, ისე ადგილობრივების ყურადღების ცენტრში. შესაბამისად, აქ უძრავ ქონებაზე ფასი წლიდან წლამდე იზრდება, რაც ისტორიულ უბნებს საინვესტიციო თვალსაზრისითაც საინტერესო ლოკაციებად აქცევს. 

რაც დრო გადის, სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს სურვილი, შეიძინოს უძრავი ქონება, თუმცა კომფორტი და თანამედროვე ცხოვრების რიტმი მათთვის გადამწყვეტია. არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, „ალფა ფროფერთის” გუნდმა, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, Garden Hills-ის შექმნა გადაწყვიტა და ძველ თბილისში სრულიად ახალი უბნის გაშენება დაიწყო. შედეგად, შეიქმნა პროექტი, სადაც მთავარი აქცენტი დაბალი ინტენსივობის განაშენიანებასა და რეკრეაციაზე გაკეთდა. 

რატომ  Garden Hills?

Garden Hills ჩუღურეთის რაიონში, ოთარ კაპანაძის ქუჩაზე მდებარეობს და 8 ხუთსართულიან საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს. კომპლექსი სრულად იზოლირებულია და მცხოვრებთა კომფორტზეა მორგებული. მისი დახვეწილი არქიტექტურა და დიზაინი კი ძველ, ისტორიულ უბანთან სრულ შესაბამისობაშია.

ყველა ბლოკი ენერგოეფექტური მასალებისგან შენდება, რაც ბინის მფლობელს კომუნალური ხარჯების დაზოგვის საშუალებას აძლევს. შენობები მყარია და გათვლილია 8-ბალიან მიწისძვრაზე. 

Garden Hills-ის ხელწერით, ახალ უბანში 4 სეზონზე გათვლილი ხე-მცენარეებით დატვირთული ეზო ეწყობა, სადაც ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს, საკუთარი კომფორტის ზონა იპოვოს. 

სპორტის მოყვარულებს ადგილზე სპორტული მოედნები, ხოლო ბავშვებს გასართობი სივრცეები დახვდებათ. ტერიტორიაზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა კომპლექსის მცხოვრებლებს დღის ნებისმიერ შუალედში დაეხმარება განტვირთვაში. 

Garden Hills-ის კომპლექსის დამატებითი უპირატესობა პანორამული ხედებია, რომლებიც ძველ თბილისზე იშლება და პროექტს განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს. 

კომპლექსი, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდაც მიმზიდველია. უბანში უძრავი ქონების ღირებულება წლიდან წლამდე იზრდება და ის ქალაქის მთავარ ტურისტულ ადგილებთან ახლოსაა, შესაბამისად, აქ ბინის შეძენის შემდეგ, მისი გაქირავებიდან მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი. 

რა სერვისებს გთავაზობთ Garden Hills?

პროექტის ავტორებისთვის კომპლექსის მცხოვრებთა კომფორტი და უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია. შესაბამისად, Garden Hills-ის უსაფრთხოებაზე დაცვის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ.

აქ მოეწყობა როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა პარკინგის სივრცეები და უბნის მცხოვრებლებს არ მოუწევთ მუდმივად იმაზე ფიქრი, თუ სად გააჩერონ ავტომობილი.

ტერიტორიაზე იქნება სუპერმარკეტი, აფთიაქი და კაფე. ასევე, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების კომფორტისთვის Garden Hills-თან ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი. ყველა ეს დეტალი კი კომპლექსს დამატებით უპირატესობას სძენს. 

Garden Hills-ის მცხოვრებლებს მთელი დღის განმავლობაში ემსახურება არქიტექტორიც, რომელიც მათ ბინის სწორად დაპროექტებაში ეხმარება.

გადახდის მოქნილი პირობები

Garden Hills, თიბისისთან პარტნიორობის ფარგლებში, გადახდის მოქნილ პირობებს გთავაზობთ. მომხმარებლებს შეუძლიათ მშენებლობის დასრულებამდე, დამატებითი ქონების იპოთეკით დატვირთვის გარეშე აიღონ იპოთეკური სესხი და მარტივად შეიძინონ ბინა დღესვე.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, 11 ნოემბრამდე Garden Hills-ში სპეციალური შეთავაზებაც მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც კომპლექსის მომავალი მობინადრე, თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში, 10%-იან ფასდაკლებას მიიღებს. ამასთან ერთად, დაინტერესებულ პირებს Garden Hills უპროცენტო შიდა განვადებასაც სთავაზობს. 

რა ეტაპზეა პროექტი?

Garden Hills-ში სამშენებლო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის დასრულება 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება. კომპლექსში გაყიდვები უკვე დაწყებულია და მაღალია მოთხოვნაც, რის გამოც გასაყიდი ბინების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. 

კომპანიაში ამბობენ, რომ მთავარი აქცენტი ხარისხზე გაკეთდება და ბინები მცხოვრებლებს დათქმულ ვადებში ჩაბარდებათ.

[R]

უნიკალური კონცეფციისა და დიზაინის თაუნჰაუსები თბილისი ჰილსში

Agile Summit-ის საერთაშორისო სპიკერები და ადგილობრივი გამოცდილება