შონ გარდნერი არის Huffington Post “Twitter Powerhouses Series”-ის თანადამფუძნებელი, რომელიც 2010 წლის შემდეგ არის სპიკერი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ასობით ადამიანს ესაუბრა ტექნოლოგიებზე, ბიზნესზე, ჯანდაცვაზე, ქველმოქმედებაზე, მოგზაურობაზე, კვებაზე და ა.შ. იგი არის სოციალური მედიის სფეროში ერთი-ერთ ყველაზე გავლენიანი პიროვნება მსოფლიოში.
სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა Apple -ში. შონმა დიდ შედეგებს მიაღწია ისეთი მულტინაციონალური კორპორაციებისთვის, როგორიც არის Microsoft, Marriot Hotels და Silicon Valley Bank, ასევე ისეთი არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, როგორიც არის World Vision, Water, Save the Children და Project Medishare. ის არის #GivingTuesday –ს ელჩი, ასევე ეხმარება გაეროს ფონდს განვითარებასა და გაფართოებაში.
მან ჩაატარა პრეზენტაციები ციფრული და სოციალური მედიის სტრატეგიაში როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტში, ასევე ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტში. ყოველწლიურ კონფერენციებს ატარებს ლონდონში, ნიუ იორკში, ჰამბურგსა და გერმანიაში. ამჟამად, ფორბსის მიერ შეფასებულია ნომერ პირველ გავლენიან ადამიანად სოციალურ მედიაში. ის აღიარებულია სოციალური მედიის ტოპ მარკეტერების, მწერლების, მოაზროვნეების და სოციალური კეთილდღეობის დამცველებისგან. Huffington Post-მა მისი ტვიტერის ანგარიში შეიყვანა იმ 100 საუკეთესო ტვიტერის ანგარიშში ბიზნესზე, ლიდერობასა და ტექნოლოგიებზე, რომლის მიმდევარიც აუცილებლად უნდა გახდე.
ასევე, შონი Marketing Kingdom Baku 3 ის ერთ-ერთი სპიკერი იქნება, რომელიც ჩატარდება 16-17 აპრილს Four Seasons სასტუმროში, ბაქოში.
ექსკლუზიურად მარკეტერის მკითხველისთვის, შონი გიზიარებთ თავის შეხედულებებს მარკეტინგზე, სოციალურ მედიასა და მის მოლოდინებზე. შეგახსენებთ ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge და Azerimarketer.com
M: შონ, პირველ რიგში, როგორი გრძნობაა იყო ფორბსის მიერ აღიარებული ნომერ პირველი გავლენიანი პირი სოციალურ მედიაში ?
მშვენიერი გრძნობაა. მე შემიძლია ყოველდღიურად დადებითი გავლენა მოვახდინო ადამიანების ცხოვრებაზე #GivingTuesday ის საშუალებით. დიდი პატივია, გაიღვიძო ყოველ დილას და დაუკვაშირდე ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით. ვიცი, რომ Forbes – ის მიერ მონიჭებულმა სტატუსმა ეს შესაძლებელი გახადა.
M: სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყეთ Apple – ისთვის მუშაობა, ასევე აწვდიდით სტრატეგიებს Microsoft-ს, Marriot Hotels და the Silicon Valley Bank-ს. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგული გაკვეთილი, რომელიც თქვენი კარიერის განმავლობაში ისწავლეთ ?
როცა Apple ში ვმუშაობდი, ერთ-ერთმა ჩემმა ყოფილმა მენეჯერმა თქვა, რომ მარკეტინგი არის “გამოცდილების გაყიდვა”. მე ვეთანხმები. ბაზრის წილი მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევეა მომხმარებლის კმაყოფილება. შექმენი შენი ბიზნეს ისტორია და დაგეგმე თუ როგორ გინდა წარიმართოს ის. როცა შენი ფირმის ხედვებში შედის მომხარებელი, მაშინ შენ მოგებული რჩები. დღევანდელ ციფრულ მარკეტინგში, ეს ისეთი მნიშვნელოვანია როგორც არასდროს.
M: თქვენი წიგნი, გზა სოციალურ მედიაში წარმატებისთვის გახდა ბესტსელერი. დღევანდელი გლობალური ტრენდების შემხედვარე, რას ფიქრობთ, რა არის სამი ძირითადი წესი სოციალურ მედიაში წარმატების მისაღწევად ?
- გქონდეს სურვილი შეცვალო რაღაცეები და შენი გზით წახვიდე. 2009 წლის იანვარში,როდესაც მე შევუერთდი სოციალურ მედიას (Twitter, Facebook, Linkedin) , მითხრეს რომ არასოდეს გავსულიყავი საკუთარი მოქმედების არეალიდან და არ მომეზიდა ტვიტერში მიმდევრებად ის ადამიანები, რომელებიც ჩემს სფეროში არ მოღვაწეობდნენ, მაგრამ მე ეს მაინც გავაკეთე და მჯერა, რომ ძალიან დამეხმარა. ტვიტერის შემდეგ შევეხე ვიზუალურ ვებს 2013 წლის ოქტომბერში.
- დააკვირდი კონტენტ ტრენდებს. წლების განმავლობაში, ვქმნიდი ლინკებს და ციტატებს და წარმატებულიც იყო. მაგრამ, როდესაც პინტერესტმა და ინსტაგრამმა შემოიტანეს ახალი ენერგია სოციალურ მედიაში, მე დავიწყე რუკების, ჩარტების, ციტატების ფოტოებისა და ვიდეოების დადება. რა თქმა უნდა, ჩემს ფოლოვერებს მოსწონდათ ეს. გატესტე, გატესტე და გატესტე მანამ, სანამ არ იპოვი იმ რითმს, რომელიც გამოგადგება შენ.
- ჩართე შენი მხარდამჭერები. ამ ეტაპზე, დიდი განხილვა მიმდინარეობს იმის შესახებ, მართლა ახდენს თუ არა გავლენას შენს წარმატებაზე მხარამჭერების ჩართულობა. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ორი მსახიობი, უილ სმიტი და ტომ კრუზი. როდესაც ისინი კინო პრემიერაზე ან რომელიმე შოუში მიდიან, თავიანთი საქმიანობის ხელშესაწყობად ესალმებიან ადამიანებს, იძლევიან ავტოგრაფს, და რიგში მდგომი ადამიანების ნათესავებსაც კი ესაუბრებიან ტელეფონით. მათ მსგავსად, შეიმუშავე ჩართულობის გეგმა. თუ ამას სწორად და თანმიმდევრულად გააკეთებ, ეს გადაიხდის დივიდენდებს. მე ეს ვიცი, ეს მე დამეხმარა.
M: რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც კომპანიები უშვებენ სოციალურ მედიაში ?
გეტყვით, რომ დიდი ალბათობით ამას უდგებიან როგორც 9-5 საათამდე ან ორშაბათიდან პარასკევამდე სამუშაოს. ეს ასე არ არის. სოციალური მედია მორგებული უნდა იყოს ნებისმიერ ინიციატივაზე, რაც აკავშირებს მის კომპანიას ფართო საზოგადოებასთან. თუმცა, დღის ყოველ მონაკვეთში ყველა პლატფორმაზე ყოფნა შეუძლებელია. კომპანიებმა კარგად უნდა იცოდნენ ის საერთო ასპექტები, რასაც მომხმარებლები ეძებენ.
M: რას ეტყოდით კომპანიებს, რომელთაც უნდათ რომ გაზარდონ თავიანთი ტვიტერის ქსელი ?
თანმიმდებრულობა ! იყავით აქტიური პლატფორმაზე. მიაღწიეთ თქვენს მომხმარებლებამდე, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად განავითარეთ ხმა თქვენი ბრენდისთვის კონტენტ მარკეტინგის საშუალებით.
M: ძალიან ბევრს საუბრობენ სოციალური მედის მეტრიკებსა და საზომებზე. რას ფიქრობთ, რომელია საუკეთესო ხელსაწყო სოციალური მედია კამპანიის წარმატების გასაზომად ?
თვალყური რომ ვადევნო კამპანიის მიმდინარეობას, მე ძირითადად ვიყენებ Hootsuite-ს, Tweetdeck, Simply measured and Sprout Social. შესანიშნავი ხელსაწყოებია.
M: სოციალურ მედიაში, წარმატებულ ისტორიათა უმრავლესობა ეკუთვნის დიდ კორპორაციებს. რა რჩევას მისცემდით პატარა და საშუალო ბიზნესს, როცა საქმე სოციალურ მედიას ეხება ?
ძირითადი შეკითხვა, რომელიც პატარა ბიზნესმა უნდა იკითხოს არის “ ვისი ყურადღების მიპყრობას ვცდილობ სოციალური მედიაში”? , როდესაც ამ შეკითხვას უპასუხებთ, ნათელი გახდება რომელი პლატფორმა უნდა აირჩიოთ , რადგან ზოგი პლატფორმა უფრო უკეთესია თქვენი აუდიტორიისთვის, ვიდრე სხვები. პინტერესტი და ინსტაგრამი შეიძლება უკეთესი იყოს რესტორნებისა და პატარა ბუტიკებისთვის, როდესაც ტვიტერი და ფეისბუქი უკეთესია პატარა ბანკებისა და საკრედიტო კომპანიებისთვის. ამ პასუხიდან, თქვენ გეცოდინებათ ვინ არის თქვენი ონლაინ კამპანიის სეგმენტი და საქმიანობა გააგრძელეთ ამ ნაწილთან. ასევე, არ შეგეშინდეთ იმეილის გამოყენება.
M: რას ფიქრობთ, რომელი იქნება შემდეგი დიდი პლატფორმა სოციალურ მედიაში ?
ძნელია თქმა, მე მოხიბლული ვარ Ello და Tsu-თი, რადგან მათი პლატფორმა გადახვევაა იმისგან, რაც ჩვენ ვიცით. თუმცა, არ გამიკვირდება, თუ სოციალური მედია გახდება უფრო დანაკუწებული ათი წლის შემდეგ, შექმნილი ბევრი პლატფორმით და დაფინანსებული გარკვეული პატარა, დინამიური დემოგრაფიისთვის და ტრილიონობით ადამიანი ჩართვება ქსელში პირველად ამ დეკადაში, ეს არის რეალობა რასაც მე ვხედავ.
M: ვინ ახდენს თქვენზე გავლენას სოციალურ მედიაში ? არის ტვიტერის ან ფეისბუქის ანგარიში, რომელსაც თქვენ რეკომენდაციას უწევთ ?
ბევრი ადამიანი. მე იქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ ბევრი ადამიანის მხარდაჭერის გარეშე. ბიზნესმენი Elianne Ramos და Doina Oncel, მარკეტინგის ტექნოლოგი Douglas Idugboe, ვიდეო მარკეტერი Sunny Lenarduzzi, ექსპერტი Curlis Phillip, მოგზაური StephBe, ჟურნალისტი Sabra Gertsch, ავტორი Stella Mowen, გამომცემელი Saba Teckle, განმანათებელი Aleja Seabron და ა.შ. დიდი პატივია იცნობდე ესეთ ადამიანებს მთელს მსოფლიოში.
M: თქვენ იქნებით Marketing Kingdom Baku 3 ერთ-ერთი სპიკერი, რა მოლოდინები გაქვთ ღონისძიებისგან ?
როდესაც იგებ Marketing Kingdom-ს, იცი რომ ბევრი ადამიანი დაესწრება და რა თქმა უნდა პრესაც იქნება. მაგრამ საუკეთესო ნაწილი არის ის, რომ გაქვს შესაძლებლობა მოუსმინო სპიკერებს მთელი მსოფლიოდან. დიდებული ღონისძიება იქნება ნეთვორქინგისთვის და ნებისმიერი ადამიანი მიიღებს ძალიან სასარგებლო რჩევებს.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს www.thepworld.com