20
Sep
2016

გარეგნობის მიღმა გაცილებით უფრო მეტია – Wrangler–ის მუსიკალური კამპანია

20 Sep 2016



დროა ქალბატონებისა და მათი ფიგურის შესახებ საუბარს სხვანაირი ფორმა მივცეთ. ტანსაცმლის მწარმოებელმა ცნობილმა ბრენდმა Wrangler წამოიწყო ახალი კამპანია, რომლითაც ის ცდილობს დაარღვიოს ტრადიციული, მოძველებული და მობეზრებული შეხედულებები ქალის ფიგურისა და პროპორციების მიმართ. კომპანიის ახალ თემატურ ვიდეორგოლში მონაწილეობა ახალზელანდიელმა მუსიკოსმა კიმბრამ მიიღო.

კიმბრასთვის, როგორც მუსიკოსისთვის Wrangler–ის კამპანია ნამდვილად კარგი გამოწვევა და შთაგონების ახალი, უჩვეულო წყაროა. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქალბატონები, მათი უნიკალური ისტორიებით, მუსიკის შექმნისთვის არაჩვეულებრივი ინსპირაციაა. კარგი ვიზუალის მიღმა, უმეტესად, კიდევ უფრო უკეთესი შინაგანი სამყარო, პროფესიონალიზმი და გონება იმალება. თუმცა, სამწუხაროდ, ყურადღება ძირითადად გარეგნობით შემოიფარგლება ხოლმე.  

პირველ რიგში, კამპანიისთვის კიმბრამ ქალბატონებს სიტყვა “Bum”–ის ჩაწერა სთხოვა, რომლითაც შემდეგ სიმღერა შექმნა არაჩვეულებრივი ტექსტით.

 

ვინ არის ის? ჟურნალისტი, აქტივისტი, ოლიმპიელი სპორტსმენი, ქორეოგრაფი ლამაზი და მიმზიდველი ფიგურის გარდა, ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და მათი პიროვნულობა იმაზე გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე მხოლოდ ვიზუალური ეფექტი.

განხილვა