in

მარკეტინგი 360 გრადუსით! – თბილისში გარეტ ჯონსტონის მასტერკლასი გაიმართება

როგორ გავხადოთ ჩვენი საქმე მაქსიმალურად ღირებული და მოგებიანი? როგორ გავხდეთ ბიზნეს ლიდერები? როგორ შევქმნათ ხელსაყრელი პირობა ბიზნესის განვითარებითვის? ეს კითხვები ბიზნესმენის გონებაში გამუდმებით ტრიალებს. პროგრესული საქმოსანი მუდმივად ეძებს ახალ გზებსა და საშუალებებს განვითარებისთვის, თვალს ადევნებს საერთაშორისო გამოცდილებას, თანამედროვე ტენდენციებს… ამ საკითხებზე სასაუბროდ, კვლევითმა კომპანიამ Gamma Research თბილისში საერთაშორისო ბიზნეს კონსულტანტი გარეტ ჯონსტონი მოიწვია. გარეტ ჯონსტონი მის მოსასმენად მისულ სტუმრებს, 14 ივნისს, სასტუმრო Rooms-ში შეხვდება და სტრატეგიულ მარკეტინგზე ისაუბრებს.

რა ვიცით გარეტ ჯონსტონზე:

გარეტ ჯონსტონი მუშაობდა სტრატეგიული მარკეტინგის, როგორც On-line, ასევე Off-line სფეროში და აქვს დიდი საერთაშორისო გამოცდილება ისეთ დარგებში, როგორებიცაა Telecom, Digital Media, Life Sciences და Retail. გარეტ ჯონსტონი იკავებდა ხელმძღვანელის თანამდებობებს საერთაშორისო მსხვილ კორპორაციებში: Cap Gemini, Ernst & Young, Cable & Wireless, PricewaterhouseCoopers, Avaya, Alcatel, MCI WorldCom, Digicel, Х5 Retail Group და სხვა.

ბოლო წლებში, გარეტ ჯონსტონი მოღვაწეობს საკონსულტაციო ბიზნესში, მუშაობს ევროპაში, 35 სხვადასხვა ინდუსტრიაში, ავითარებს მათ მარკეტინგულ სტარტეგიებს შემდეგ სფეროებში: სამედიცინო დაწესებულებები, მობილური ოპერატორები, ბანკები, სასტუმროები, რესტორნები და ა.შ. მას აქვს მარკეტინგული სტარატეგიების შემუშავების დიდი გამოცდილება.

გარეტ ჯონსტონი საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. კომპანია “გამმას” წარმომადგენლების თქმით, ბიზნეს კონსულტანტის მოწვევა მის მიმართ მონაწილეთა დიდი ინტერესის გამო გადაწყვიტეს. ამასთან, მასტერკლასის თემატიკა დეფიციტური ცოდნის გამო შეარჩიეს. დეტალები “გამმას” აღმასრულებელმა დირექტორმა, გვანცა ფოფხაძემ, გვიამბო.

M: უფრო ვრცლად, რაზე ისაუბრებს სპიკერი?

მასტერკლასის მთავარი თემაა სტარეგიული მარკეტინგი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება. გარეტ ჯონსტონი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს ხვადასხვა ბაზარზე არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებს. საუბარი იქნება, თუ როგორ დავსახოთ 21 საუკუნის მარკეტინგული სტრატეგია. შეეხება თემებს როგორიცაა მომხმარებლის გამოცდილება, პროდუქტი, სერვისი,  ონლაინ არხები, ვებგვერდები, სოციალური მედია, მაღაზიები და დისტრიბუტორები, საცალო ვაჭრობის არხები, ონლაინ და ოფლაინის არხების კომბინაციები. მოკლედ, მასტერკლასზე განხილული იქნება მარკეტინგი 360 გრადუსით.

M: რა იგულისხმება მომხმარებელზე ორიენტირებულობაში?

როგორც გარეტი განმარტავს, მარკეტინგული სტრატეგიის მიზანი არ არის კმაყოფილი მომხმარებელი, კმაყოფილი მომხმარებელი მეოცე საუკუნის გამოწვევაა, წარსულია. ახალი  მარკეტინგული სტრატეგიის მიზანია მომხმარებლები იყვნენ აღფრთოვანებულები, ძალიან ბედნიერები და არა უბრალოდ კმაყოფილი. რატომ უნდა ავაგოთ ჩვენი სტრატეგია აღფრთოვანებულ მომხმარებელზე? პასუხი მარტივია, აღფრთოვანებული ადამიანები უფრო დიდხანს რჩებიან თქვენს მომხმარებლებად.

M: ვისთვის არის განსაკუთრებულად საინტერესო გარეტ ჯონსონის მასტერკლასზე დასწრება?

მასტერკლასი განკუთვნილია: მეწარმეთათვის, ბიზნესის მფლობელთათვის, მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, მათთვის, ვინც კომპანიის წარმატებაზეა პასუხისმგებელი, ვინც განსაზღვრავს განვითარებისა და მარკეტინგულ სტრატეგიას.

M: Gamma-ზეც გვიამბეთ, რა არის თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება და როგორ დააკავშირეთ თქვენს საქმესთან ასეთი ტიპის საგანმანათლებლო შეხვედრები?

“გამმა” 1999 წლიდან პოზიციონირებს, როგორც საქრთველოს ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მარკეტინგული კვლევების სრულ სპექტრს. გარდა ტრადიციული მიმართულებისა, ბოლო ორი წელია გამმას ბაზაზე ფუნქციონირებს ნეირომარკეტინგული კვლევების ლაბორატორია ნეიროლაბი, რომელიც აღჭურვილია ბიომეტრიული სენსორებითა და პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც საჭიროა ნეირომარკეტინგული კვლევების ჩასატარებლად.

გარდა ამ მიმართულებისა, გამმას გააჩნია საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა რითეილისა და მერჩენდაიზინგის მიმართულებით, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა კომპანიამ წელს მოიგო ტენდერი ევროპის უმსხვილესი რითეილერის საკომუნიკაციო არხების ტესტირებაზე, რაც როგორც ქართული კომპანიისთვის ძალიან დიდი წარმატებაა.

რაც შეხება გარეტთან შეხვედრას, შეიძლება ითქვას, ჩვენი მხრიდან მსგავსი აქტივობის ჩატარება ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა ჩვენი კლიენტების მიმართ, თემის აქტუალობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ღონისძიება არ ყოფილიყო დახურული და  ხელმისაწვდომი ყოფილიყო ქართული ბიზნეს ნებისმიერი წარმომადგენელისთვის.

 

ღონისძიების ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს.

რა შეცვალა მომსახურების სფეროში Hotsale.ge-ის ხარისხის მონიტორინგის დანერგვამ?

თბილისში Hilton-ის მშენებლობას „საქართველოს ბანკი“ დააფინანსებს