in

გარკვეული გენების დათრგუნვა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის — კვლევა

UCL-ის მკვლევრების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, გენების ჯგუფმა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი უჯრედების კომპონენტების მშენებლობაში, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე იქონიოს გავლენა.

M2
M2

როგორც ადრეულმა კვლევებმა ცხადყო, მცირე ორგანიზმებში გენები სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის — მაგალითად, ხილის ბუზების შემთხვევაში ზრდის მაჩვენებელი 10%-ს აღწევს. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა ადამიანებშიც აჩვენეს მსგავსი კავშირი.

“ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ჩვენს უჯრედებში ჩართული გარკვეული გენების დათრგუნვას რამდენიმე ორგანიზმში სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა შეუძლია. ამის საპირისპიროდ, ადამიანებში ამ გენების ფუნქციის დაკარგვა დაავადებების გამომწვევ მიზეზად ფიქსირდებოდა. ახალი აღმოჩენის მიხედვით კი შესაბამისი გენების დათრგუნვას ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაც შეუძლია”, — განმარტავს კვლევის თანაავტორი ნაზიფ ალიკა. ასევე, იგი დასძენს, რომ ეს გენები ადრეულ ასაკშია სასარგებლო, ასაკის მატებასთან ერთად კი გარკვეულ პრობლემებს წარმოქმნის.

გენები ჩვენს უჯრედებში ცილის სინთეზის მექანიზმებშია ჩართული, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია. თუმცა მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შეიძლება, ცხოვრების გვიან ეტაპზე ამდენი ეფექტი აღარაა საჭირო. ამისათვის მკვლევრებმა წინა ნაშრომების გენეტიკური მონაცემები შეისწავლეს, რომლებშიც 11 262 ადამიანი მონაწილეობდა — თითოეული მათგანი ძალიან ღრმა სიბერემდე მივიდა. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული გენების შემცირებული აქტივობა აქვთ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ გენების ეფექტი დაკავშირებულია გარკვეულ ორგანოებში მათ გამოხატულებასთან — მათ შორის, ღვიძლში, კუნთებში. და ამასთანავე, დაადგინეს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არსებული გავლენა რაიმე კონკრეტულ ასაკთან დაკავშირებულ დაავადებას სცილდება. ამ დასკვნებს ემატება ის ფაქტი, რომ ისეთი წამლები, როგორიცაა რაპამიცინი, იმუნომარეგულირებელი აგენტი, რომელიც  Pol III-ს (ერთ-ერთი ასეთი გენი) თრგუნავს, ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდისთვის სასარგებლოა.

“შეგვიძლია, ბუზებში ექსპერიმენტულად მოვახდინოთ დაბერების გენების მანიპულირება და გამოვიკვლიოთ მექანიზმები. მაგრამ საბოლოო ჯამში გვსურს, გავიგოთ, როგორ მუშაობს დაბერება ადამიანებში”, — ამბობს პროფესორი კაროლინ კაჩენბეკერი.

ვინ არის თქვენთვის პროფესიონალი? – LinkedIn-ის კამპანია

რომელი ფილმის ჟანრები იყო პოპულარული სხვადასხვა დეკადების მიხედვით?!