ამჯერად ქართულმა სტუდია GARNAMATAC-მა Will Smith-ისა და Joyner Lucas-ის ახალი კლიპის ანიმაციაზე იმუშავა. სიმღერა, სახელწოდებით TANTRUM ინტერნეტ სივრცეში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და კომპოზიციის დასასრულს, კრედიტებში, განსაკუთრებით სასიამოვნოა ქართული სახელების დანახვა. პროექტი, გუნდის გართულმა გუნდმა, ნიუ-იორკულ ანიმაციურ ფროდაქშენ კომპანია Cartuna-სთან ერთად შექმნა. პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი გახლდათ ოთო შამუგია, არტ-დაირექშენსა და კომპიუტერულ გრაფიკას ნიკა მაისურაძე ხელმძღვანელობდა, 3D მოდელირებას – ირაკლი კილაძე. გაგაცნობთ გუნდის ქართულ შემადგენლობას: თამუნა ჩაგუნავა, რენა ჩაჩანიძე, სანდრო ტატინაშვილი, მარიტა გიორგაძე, თამო ნებიერიძე.
აქვე, შეგახსენებთ, GARNAMATAC-ის ნამუშევრებს შორისაა TAG Heuer-ის საახალწლო ანიმაცია, რომელზეც ქართულმა სტუდიამ 2023 წელს იმუშავა.