in

ქართულმა სტუდია GARNAMATAC-მა TAG Heuer-ის საახალწლო ანიმაცია შექმნა!

ამჯერად ქართულმა სტუდია GARNAMATAC-მა TAG Heuer-ის საახალწლო ანიმაციაზე იმუშავა. ეს უკანასკნელი საათების უზარმაზარი ბრენდია, რომელიც ჯერ კიდევ 1860-იან წლებში შეიქმნა და მას შემდეგ მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

BOG

„TAG Heuer-ის საახალწლო ანიმაციაზე ჩვენი თანამშრომლობა პირველად გასულ წელს შედგა. უაღრესად პროდუქტიული კოლაბორაცია გამოგვივიდა, იმდენად, რომ ჩაბარებისთანავე გვთხოვეს 2023 წლის პროექტზე თადარიგის დაჭერა. ოღონდ ამჯერად უფრო ამბიციური იდეა „დაგვიფიჩეს“, უფრო მასშტაბური სცენები, გაცილებით მეტი პერსონაჟი, უფრო რეალისტური საათები. დინამიკურად უნდა გვეჩვენებინა ჰოლივუდის სტერეოტიპული გადასაღები მოედნები (სეტები), სადაც TAG Heuer-ის სხვადასხვა მოდელი კონკრეტულ როლს ასრულებს“, განმარტავს ოთო შამუგია, GARNAMATAC Animation-ის პროექტ მენეჯერი.

თიბისი x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

თანამშრომლების ოფისში დაბრუნებამ მათ ავტონომიას ხელი არ უნდა შეუშალოს