in

მსოფლიო დონის ექსპერტ გარეტ ჯონსტონის მასტერ-კლასი სტრატეგიულ მარკეტინგში

22 სექტემბერს, GAMMA-ს ორგანიზებით და მხარდაჭერით, ჩატარდება მასტერ-კლასი სტრატეგიულ მარკეტინგში, რომლის ავტორია Garrett Johnston – საერთაშორისო გამოცდილების მქონე მსოფლიო დონის ექსპერტი, როგორც On-line აგრეთვე Off-line სფეროში.

პროგრამის მოკლე აღწერა:
360˚ Customer Centricity – კლიენტზე ორიენტირებული მომსახურება, როგორც ბიზნესის მთავარი სტრატეგიული უპირატესობა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.
• ყოვლისმომცველი, დასრულებული შედეგი მომხმხმარებლისათვის და არა ნახევარფაბრიკატი
• მთლიანი ქსელის მონეტიზაცია В2В2С2С და არა მხოლოდ В2В ან В2С
• მუშაობა მომხმარებლის კომპლექსური წარმატებისთვის და არა მხოლოდ დაკმაყოფილებისთვის
• ბაზრის მოცულობის გაზრდა და არა მხოლოდ ბაზრის წილის გაზრდა
• Win-Win-Win მომხმარებელი-თანამშრომლები-ინვესტორები და არა მხოლოდ ინვესტორები

ვისთვის: მეწამეებისთვის, ბიზნესის მფლობელებისთვის, მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, მათთვის ვინც კომპანიაში მოგებაზეა პასუხისმგებელი – განსაზღვრავს განვითარების სტრატეგიას და მარკეტინგულ სტრატეგიას.

დღის წესრიგი:
8:30 – 9:00 რეგისტრაცია
09:00-10:30 Part 1. რა არის კლიენტზე ორიენტირებულობა, რა არის სერვისი და რატომ გვევლინება ეს ბიზნესის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად.
11:00-13:30 Part 2. რას აკეთებთ და რა გსურთ? ვინ არის კლიენტი?

1. კონტექსტი. რა არის კლიენტზე ცენტრალიზება და კლიენტზე ორიენტირებულობა 360 გრადუსით და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.
2. ბაზარი. რა ბიზნესში ვართ – „იარაღის თუ მკვლელობის“
3. მომხმარებელი
4. პოზიციონირება: რომელ ბიზნესში ვაპირებთ ყოფნას ახლა?
5. მიზანი – რა გვინდა ბიზნესისგან?
6. ბრენდი: მოსალოდნელი შედეგის საბაზისო დაპირება

14:00-16:00 Part 3. როგორ მივიდეთ რეალურიდან სასურველამდე – ინსტრუმენტები

1. სეგმენტაცია და პოზიციონირება, პრიორიტეტები
2. 6P კომპლექსური მიდგომა
3. მომხმარებლის სასიცოცხლო ციკლი და კონვერსია
4. ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობები და საფრთხეები
5. ორგანიზაცია, შეუცვლელი დასახული მიზნის მიღწევისთვის
– ორგანიზაციის სტრუქტურა
– საინფორმაციო სისტემა
– ბიზნეს – პროცესი
– KPI

ბოლო ორ მოდულში ვნახულობთ ვინ არის #1 მსოფლიოში, არა საქართველოში, იმ სექტორში რომელიც განვითარებულია საქართველოში? ვინ არსი #2 და #3 მსოფლიოში? ვინ არის ჯერჯერობით ყველაზე პატარა მაგრამ სწრაფად ზრდადი მოთამაშე ამავე სექტორში? ვინ „დამანგრეველი ინოვატორი“ ამ სექტორში, მაგალითად „სილიკონ ველი“-ში?

რის ხარჯზე აღწევენ წარმატებას? როგორი სამომხმარებლო მოდელი აქვთ? პროდუქტი, მომსახურება, სეგმენტი, არხები, აქციები, ფასები, მაღაზიები, დისტრიბუტორები, გამყიდველები, პარტნიორები, პროცესები, ტექნოლოგია და ა.შ? ფინანსური შედეგები და ბიზნეს მოდელი? კიდევ რაღაც?

როგორ გამოიყურება ბიზნეს მოდელის და სამომხმაებლო მოდელის შედარება, საქართველოში განვითარებულ სექტორებში? რითი ვართ უკეთესი ან უარესი საუკეთესოებთან შედარებით? რისი შეცვლაა საჭირო? კონკრეტულად რა? როგორ? ვისი დახმარებით ? როდის ?

16:30-17:30 Part 4. კლიენტზე ორიენტირებულობის პრაქტიკული ქეისები – საუკეთესო მოთამაშეები პლანეტაზე და რითი არიან ისინი უკეთესები / უარესები ქართულ ექვივალენტებზე

რას ნიშნავს ეს გაკვეთილები თქვენთვის?
Amazon (ონლაინ გაყიდვები)
Best Buy (საყოფაცხოვრებო ტექნიკა)
Waitrose (საცალო ვაჭრობა)
Liberty Global/Virgin Media (მობილური კავშირი, TV)

17:30 – 18:30 Part 5. კლიენტზე ორიენტირებულობის პრაქტიკული ქეისები – მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეები, სადაც დიდად არ არის ქართული ექვივალენტი, მაგრამ სადაც არის მათი საუკეთესო პრაქტიკა:

Tesla (ელექტრო ტრანსპორტი)
Salesforce.com (CRM სისტემები)

ტრენინგის ხანგრძლივობა: 9,5 საათი
მონაწილეთა რაოდენობა: შეზღუდულია
ჩატარების დრო: 09:00-18:30 საათები
ჩატარების ადგილი: ქორთიარდ მერიოტი
ღირებულება: 180 ლარი (ფასში შედის სადილი და 2 ყავის შესვენება).
ბილეთების შესაძენად გადადით https://tkt.ge/ka/event/master-klasi-strategiul-marketingshi-87885

კონსულტანტი
გარეტ მარტინ ჯონსტონი – დაიბადა და გაიზარდა ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში.
გარედი ფლობს საკუთარ კონსალტინგურ კომპანიას Macroscope Consulting, რომელიც შეიქმნა 2014 წელს, მას გააჩნია ოფისები დუბლინში, ციურიხში, მოსკოვში. ბრენდების მიზანმიმართული გაძვირების და შესაბამისი ბიზნესების საკითხებზე მუშაობს მსხვილ და Start-up კლიენტებთან, ასევე Private Equity/Venture Capital შუამავლებთან მთელს ევროპასა და აზიის ქვეყნებში.

გარეტ ჯონსტონი მუშაობდა სტრატეგიული მარკეტინგის, როგორც On-line, ისე Off-line სფეროში და აქვს უზარმაზარი საერთაშორისო გამოცდილება დარგებში, როგორებიცაა Telecom, Digital Media, Technology (TMT), Pharmaceutical/Life Sciences და Retail.
1991-2003 წწ-ში გარეტი იკავებდა ხელმძღვანელის თანამდებობებს საერთაშორისო მსხვილ კორპორაციებში, როგორებიცაა Cap Gemini, Ernst & Young, Cable & Wireless, PricewaterhouseCoopers, Avaya, Alcatel, MCI WorldCom, Digicel, Х5 Retail Group და სხვა.
თავისუფლად ფლობს 8 ენას.

NASA-ს აღიარება! 22 წლის გიორგი მჭედლიშვილის სიტყვა მომავლის აერონავტიკაში!

მაჯის საათი, რომელიც დღის განმავლობაში თქვენს ყველა აქტივობას აკონტროლებს! – Samsung-ის სასარგებლო პროდუქტი