in

გართობის გაყიდვა — როგორ აძლიერებს ვირუსული კონტენტი მარკეტინგულ სტრატეგიას?

ხალხს უყვარს გართობა, მაგრამ მიუხედავად სარეკლამო ბაზრის გლობალური ზრდის, რეკლამით მიღებული სიამოვნების დონე სტაბილურად იკლებს ბოლო 20 წლის განმავლობაში. მის აღორძინებაზე კი დიდი გავლენა იქონია ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში განვითარებულმა კატასტროფულმა მოვლენებმა (მათ შორის, პანდემიამ).

ახლა კი დროა, მეტმა კომპანიამ გააუმჯობესოს გაყიდვები და უფრო სერიოზულად დაიწყოს გართობა — „თუ მომხმარებლები მხიარულობენ, ყიდულობენ კიდეც“. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა ხდის კონტენტს სახალისოს? იქნებ, ეს ყველაფერი გართობის, თვითგამოხატვისა და მეგობრობის განცდაზე იყოს დამოკიდებული? თუ მთავარია, უბრალოდ სასაცილო იყოს?

მოდით „გასართობი“ განვსაზღვროთ, როგორც უაღრესად ვირუსული კონტენტი, რომელიც ძლიერ ემოციებს (ძირითადად პოზიტიურ) და მომხმარებლის აქტიურ ჩართულობას იწვევს. ასევე, საინტერესოა იუმორის ძალა მარკეტინგულ სტრატეგიაში… ასე რომ, მოდით, გავიგოთ, როგორ მუშაობს გართობა და რატომ უნდა იყოს ბრენდთან კომუნიკაცია უფრო მრავალფეროვანი.

1. მომხმარებლის ყურადღება წამყვანი ფაქტორია

ტექნოლოგია წინ მიიწევს და ბიზნესმენები ახალ მიდგომებს იყენებენ კრეატიული რეკლამის შექმნისას, რადგან მარკეტერებს მხოლოდ სამი წამი აქვთ მომხმარებლის დასარწმუნებლად და მისი ყურადღების მისაპყრობად. ვიდეოს გადახვევამდე ან გამოტოვებამდე არსებული წამები ყველაზე ღირებულია — ამიტომ, 100%-ით დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი გზავნილი მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად იპყრობს ყურადღებას.

სოციალური მედია და საინფორმაციო ვებგვერდები ყველაზე მეტად განიცდიან ე. წ. „ბანერის სიბრმავეს“. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამები მათი შემოსავლის ნაწილს შეადგენს, როგორც წესი, მომხმარებლები რეკლამებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. საიტებზე განთავსებულ რეკლამებზე დაწკაპუნების საშუალო მაჩვენებელი, დაახლოებით, 0.46%-ია. თუმცა გართო უნიკალურ მახასიათებლად იქცა, რაც რეკლამებს გამორჩეულს და დასამახსოვრებელს ხდის.

HubSpot-ის კვლევის მიხედვით, 2021 წელს გამოკითხულ ამერიკელთა 35%-ს ახსოვდა რეკლამები, რომლებიც გართობის ელემენტს შეიცავდა. მაგალითად, ასეთია Super Bowl-ისთვის შექმნილი BMW-ს რეკლამა, რომელშიც უძველესი ღმერთების როლებს არნოლდ შვარცნეგერი და სალმა ჰაიეკი ასრულებენ.

გლობალურმა ბრენდებმა და თუნდაც პატარა, ახალბედა კომპანიებმა ემოციების გაყიდვა და მათი სტრატეგიის ნაწილად გარდაქმნა ისწავლეს. მარტივად, ბოლო წლებში გართობა ერთ-ერთი მთავარი ემოცია გახდა.

2. ჩართულობის დონე

იუმორი მეორე ყველაზე პოპულარული ტიპის კონტენტია, რომელსაც ადამიანები სოციალურ მედიაში აზიარებენ. საზრიანმა მარკეტერებმა ეს იციან და რეკლამებში ხშირად იყენებენ სასაცილო მინიშნებებს: კონკურსები, თამაშები, გათამაშებები და ა. შ.

იუმორი მხოლოდ მოძველებულ, რაციონალურ შეტყობინებებზე დაფუძნებულ რეკლამის ფორმატებს არ უსწრებს. ის ასევე ემოციების გაყიდვის სხვა მეთოდებს აღემატება, როგორიცაა „სატელევიზიო შეგრძნებები“ საკვების რეკლამებში.

ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო აზიარებენ შინაარსს: კომუნიკაციისთვის ან დასახმარებლად, თვითშეფასების ან რეპუტაციის ასამაღლებლად და ა. შ. თუმცა, ფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით, სიახლის ძიება კიდევ ერთი საიმედო ციფრული „ნარკოტიკია“. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი ახალი, რაც ინფორმაციის ხარვეზებს კრეატიულად ავსებს, დოფამინის გამოყოფას იწვევს.

იუმორი დიდი ხანია გამოიყენება, როგორც კომუნიკაციისა და სახალხო დიპლომატიის იარაღად — თუნდაც ომის დროს. ამიტომაცაა, რომ იუმორი სოციალური მედიის შინაარსის სათავეშია, რადგან ის ვირუსულობას ქმნის.

არის თუ არა სინთეზურად გენერირებული კონტენტი ახალი გართობა?

კონტენტის მოხმარება იზრდება. ახალი ტექნოლოგიები და მათი აპლიკაციები, როგორიცაა NFT, მანქანათმცოდნეობის მექანიკა და AR/VR ხელსაწყოები, უფრო ძლიერ ემოციურ კავშირებს ქმნის. სინთეზური მედიის შექმნა გართობის კიდევ ერთი უშრეტი წყარო გახდა.

2018 წელს მაკდონალდსმა გაფართოებული რეალობის ეფექტი შეიმუშავა Big Mac-ის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად. მომდევნო წელს კომპანიამ თავისი ბიზნესი მომდევნო დონეზე აიყვანა ხელოვნური ინტელექტის მარკეტინგული სტარტაპის შეძენით რაც მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია დღემდე.

3. სოციალური გავლენის ინსტრუმენტი

გართობა არის საზოგადოებრივი აზრის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება, სოციალური კამპანიების დასაწყებად იქნას გამოყენებული. იუმორი საშუალებას გაძლევთ, ძლიერი გზავნილი მარტივი ფორმით შეფუთოთ და ყველასათვის ადვილად გასაგები კონტენტი შექმნათ.

არ არის საჭირო ყველა მარკეტინგული გეგმა იუმორისტულ სტრატეგიად გადააქციოთ, მით უმეტეს, თუ გასართობი ინდუსტრია არ არის დაკავშირებული თქვენს პროექტთან. თუმცა, ზოგადად, ბრენდის კომუნიკაცია და მარკეტინგი ემოციების გადმოცემისა და ერთიანობის განცდაზეა ორიენტირებული. რაც უფრო ადვილია თქვენი მომხმარებლების გაცინება, მით უფრო სავარაუდოა, რომ ისინი თქვენს პროდუქტთან იურთიერთებენ.

გარდაცვლილი ქალი სტუმრების კითხვებს პასუხობდა — ახალი ტექნოლოგია

უნდა დააწესოთ თუ არა დედლაინები?