in

გართობისken! – ანუ როგორ შეიქმნა ზაფხულის ყველაზე მხიარული კამპანია ჰაინეკენთან ერთად

ხუთი ღონისძიება, ხუთი დაუვიწყარი საღამო და გართობის სადარაჯოზე გატარებული 150 წელი – ჰაინეკენის უკანასკნელი კამპანია ყველაზე მარტივად სწორედ ასე შეგვიძლია შევაჯამოთ. მართალია, ივნისში დაწყებული მარში კარგი ამბებისკენ, ეზო ფესტივალზე უკვე დაგვირგვინდა ჰაინეკენის გართობის ექსპერტებთან ერთად, თუმცა, სადაც ყველაზე მხიარული ხალხის საყვარელი ლუდია, იქ თავგადასავლები ბოლომდე არასდროს სრულდება.

კამპანიის ავტორი სააგენტო Saatchi & Saatchi Tbilisi-ა, რომლის კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი, ნატა მიქელაძე, უფრო დაწვრილებით გვესაუბრა პროექტის დეტალებსა და მთავარ გამოწვევებზე.

M: მოკლედ მოგვიყევით, როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა ჰაინეკენთან?

 ყველაფერი ჰაინეკენის 150 წლის აღსანიშნავი კამპანიისთვის გამოცხადებული ტენდერით დაიწყო. ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებული კამპანია მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს, თუმცა ქვეყნების უმეტესობაში მხოლოდ გლობალური გუნდის მიერ შექმნილი მასალის ადაპტაციების სახითაა წარმოდგენილი.

ბრენდის სურვილი იყო, ადაპტაციებთან ერთად, ერთ ქვეყანაში, რომლის წარმომადგენლებიც ტენდერში გაიმარჯვებდნენ, დამატებით ლოკალური კამპანიაც გაეკეთებინათ. შესაბამისად, ჩვენმა კრეატიულმა გუნდმა ძალიან ბევრი იმუშავა, საინტერესო იდეა აღმოაჩინა და პირველობაც ჩვენ გვხვდა წილად.

M: ა იყო მთავარი სირთულე, რომლის დაძლევაც გამარჯვებამდე მისასვლელად დაგჭირდათ?

მთავარი ალბათ სწორი იდეის აღმოჩენა იყო. ტენდერში სხვა ქართული სააგენტოებიც მონაწილეობდნენ და ერთი მხრივ, ნებისმიერი მათგანის გამარჯვება ლოკალური ბაზრისთვის საამაყო იქნებოდა, თუმცა, მას შემდეგ რაც იდეას საფუძველი ჩაეყარა, სააჩის გუნდის მთავარ მიზნად იქცა არა მხოლოდ ქართული ბაზრის, არამედ უშუალოდ ჩვენი გამარჯვებაც, რადგან ძალიან დიდი სურვილი გვქონდა რეალობად გვექცია ის, რაზეც ამდენი ხანი ვფიქრობდით და ვმუშაობდით. გარდა ამისა, ჰაინეკენი იტალიის პუბლიცისთან იმდენად მჭიდროდაა წარსული კამპანიებით დაკავშირებული, რომ მისი ჩვენთან მოხვედრა ერთგვარ სახლში დაბრუნებას ჰგავდა – თითქოს ყველაფერი სამყაროს წესრიგს მიჰყვებოდაო.

M: რა იყო კამპანიის იდეა და რას ისახავდით მთავარ მიზნად?

კამპანიის იდეა წამოვიდა ბრენდის სახელიდან. „კენ” სუფიქსი ქართულისთვის ძალიან ნაცნობია და როგორც წესი, რაღაც პოზიტიურისკენ სვლასთან ასოცირდება. მეგობრებისკენ, კარგი ამბებისკენ, ბარისკენ, მხიარულებისკენ – რა, რა და გართობა ნამდვილად არავისგან გვესწავლება ქართველებს და ეს ჩვენს ენაშიც გამოიხატება. სწორედ „კენ” სუფიქსს და მის ჰოლანდიურ ბრენდთან მოულოდნელ კავშირს ემყარებოდა მთავარი იდეა. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ გლობალური კამპანიის მთავარი მიმართულებაც WhateverKen იყო, რამაც ჩვენი კოლაბორაცია კიდევ უფრო ლოგიკური გახადა და ასე, თითქოს სასწაულებრივად, მივაღწიეთ იდეალურ კავშირს გლობალურ და ლოკალურ წამოწყებებს შორის.

 ამასთან, ძალიან გვინდოდა ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ქართველ მომხმარებლებზე ყოფილიყო გათვლილი და მათთვის რაც შეიძლება მხიარული, ლაღი და ფერადი კამპანია შეგვეთავაზებინა. სწორედ ასე დაიბადა ჰაინეკენის “გართობისken”, რომლის ფარგლებშიც ბრენდმა სეზონის ხუთ ძალიან მოთხოვნად და საინტერესო მუსიკალურ ივენთთან ითანამშრომლა. გვქონდა არაერთი აქტივობა, თამაში და სოციალურ ქსელებში გაშლილი გამოწვევა, რომელთა ყველაზე აქტიურ მონაწილეებსაც საბოლოოდ ჰაინეკენის სასაჩუქრე ნაკრებები, მზესუმზირას მოსაწვევები და რა თქმა უნდა, უფასო ლუდი ერგოთ.

 M: როგორ იქცა თქვენი ჩანაფიქრი რეალობად და რა იყო მთავარი გამოწვევები განხორციელების პროცესში?

 გამოწვევები უხვად იყო. რაც უფრო მეტს ფიქრობ კონკრეტულ იდეაზე და რაც უფრო მეტ დეტალში წარმოიდგენ მის გაშლას, ალბათ მით მეტად ჭირს შემდეგ ყველაფრის განხორციელება, რადგან, როგორც წესი, ოცნებებში გადავარდნილები რეალურ პრობლემებს ნაკლებად განვიხილავთ ხოლმე. სტენსილების ბეჭდვიდან სწორი ივენთების აღმოჩენამდე – ყველაფერი ძალიან დიდ შრომად, გათენებულ ღამეებად და საქმეში გატარებულ არაერთ შაბათ-კვირად დაგვიჯდა, თუმცა გუნდის თითოეულ წევრს იმდენად გვინდოდა ყველაფრის სისრულეში მოყვანა, რომ დაღლილობა მეორეხარისხოვანი იყო.

 რაც მთავარია შევძელით და ჩვენს მომხმარებელს გართობისკენ გავუძეხით. ჰაინეკენის სტენდებთან ხალხის ნაკადი არასდროს წყდებოდა, მუსიკალურ ფესტივალებზე დილას ყველა ჰაინეკენის სათვალით ეგებებოდა და არც ყველაზე მხიარულ და თამამ გამოწვევებს უშინდებოდა ვინმე, შესაბამისად, ვთვლით რომ ჩვენი მისია შევასრულეთ – ხუთივე საღამოს გაღიმებული და ბედნიერი ადამიანების რაოდენობა ამის თავისთავადი მოწმეა.

 M: როგორ შეაჯამებდით კამპანიას – თვლით, რომ დასახულ მიზანს მიაღწიეთ? თქვენი მოლოდინები გამართლდა თუ არა?

როგორც აღვნიშნე, მოლოდინები ნამდვილად გამართლდა. ვთვლი, რომ შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ ქართველებს ყველაზე კარგად გამოგვდის გართობაც და გართობისken მუდმივი სვლაც. ჰაინეკენის სოციალურ ქსელებში არაერთი სთორი მივიღეთ, რომლებიდანაც მუდმივად იმზირებოდნენ ყველაზე ბედნიერი, ფერადი და ლაღი სახეები, ჩვენთვის მთავარი კი სწორედ ესაა.

გარდა ამისა, ძალიან გვეამაყება ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს არცერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელ სააგენტოს არ დავუთმეთ გამარჯვება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდის ლოკალიზებული კამპანია სწორედ აქ, საქართველოში გაკეთდა. იმედი გვაქვს, ჩვენი ბაზრისთვის ეს არც პირველი და არც უკანასკნელი წარმატება იქნება. იქამდე კი, ჰაინეკენთან ერთად გართობის ნებისმიერ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და ვეცდებით მუდმივად ასეთი ხალისიანი კამპანიებით გავაფერადოთ მთლიანად საქართველო!

[პარტნიორის კონტენტი]

Detect Studio ტექ სტარტაპებისა და კომპანიების სტრატეგიულ დიზაინზე ზრუნავს

როდისაა საუკეთესო დრო Facebook რეკლამის გასაშვებად?