in

გასაჩერებელი ამბები უკრაინელ ქალებზე – მოსაცდელებზე ისტორიები გრძელდება

კამპანია “გასაჩერებელი ამბები ქალებზე” კომპანია “ალმამ” სარვამარტოდ, ქალების დღესთან დაკავშირებით დაიწყო. თბილისში ავტობუსის მოსაცდელებზე გამოჩნდა ისტორიები ნაკლებად ცნობილ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან ქართველ ქალებზე. კამპანია ასეთი ქალების პოპულარიზაციას, მათი ამბების ფართო აუდიტორიამდე მიტანასა და საზოგადოების შთაგონებას ისახავდა მიზნად.

წარმატებული კამპანია ამჯერად უკრაინელი ქალების ამბებით გრძელდება. სარეკლამო სააგენტო “კრაკენმა” და კომპანია “ალმამ” გააერთიანეს ისტორიები უკრაინელ ქალებზე, რომლებიც არ დაემორჩილნენ გავრცელებულ სტერეოტიპებს და სამყაროს მათი სიძლიერე დაანახეს.

სანამ ავტობუსის მოსაცდელში თქვენი ნომერი მოგიახლოვდებათ, გაჩერდით და წაიკითხეთ ისტორიები უკრაინელ ქალებზე, რომლებიც ღირსეულად შემორჩნენ ისტორიას:

  • ლესია უკრაინკა – უკრაინელი მწერალი

  • ლუდმილა პავლიჩენკო – უკრაინელი სნაიპერი

  • მარია პრიმაჩენკო – უკრაინელი მხატვარი

  • მარია ზანკოვეცკაია – უკრაინელი მსახიობი

“ამ კამპანიით ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო, ხელი შეგვეწყო ქალების გაძლიერებისთვის და თითოეული ადამიანისთვის მიგვეცა მოტივაცია, გადაედგათ ნაბიჯი წარმატებისკენ. ყველასთვის ნათელია, რომ მოტივაცია და გამბედაობა დღეს უკრაინელ ქალებს ნამდვილად არ აკლიათ, თუმცა, ვფიქრობთ, რომ მხარდაჭერა არასდროს არის ზედმეტი. ამბების გასავრცელებლად ისევ ავტობუსის გაჩერებებს ვიყენებთ, რადგან ეს სარეკლამო სივრცე საშუალებას გვაძლევს, მოსაცდელში მყოფ მოქალაქეებს გავაცნოთ ამბები, რომლებიც გაჩერებად ღირს.”- თამარ ბურკაძე, კომპანია “ალმა”.

[პარტნიორის კონტენტი]

ახალი Volvo XC90 გაზრდილი ელექტრო დიაპაზონით საქართველოშია

საქართველოს ბანკი Data Challenge-ს იწყებს