in

გასახურებელი ვარჯიშები შემოქმედებითი პროცესის დაწყების წინ

არ აქვს მნიშვნელობა, დამწყები ხართ თუ პროფესიონალი, სანამ სკეტჩების ხატვას შეუდგებით გახურებაა საჭირო ზუსტად ისე, როგორც სპორტულ დარბაზში ვარჯიშის დაწყების წინ. ასე ფიზიკურად და მენტალურად მოემზადებით შესასრულებელი ამოცანისთვის, თითებიც მეტ მოქნილობას შეიძენს და შედეგიც გაუმჯობესდება. ამიტომ ახლა გასახურებელ ვარჯიშებზე გადავიდეთ:

BOG
BOG

1. ჩაატარეთ თავისუფალი ექსპერიმენტები

ეს მარტივი გზაა გასახურებლად, აიღეთ ფანქრის ან კალმის წვერი და სხვადასხვა ტექსტურისა თუ ტონის შესაქმნელად ზეწოლა შეცვალეთ. მსგავსად ესკიზის ხატვისას ერთი და იმავე ტიპის ნიშნების გამოყენებას აირიდებთ თავიდან. ივარჯიშეთ ფართო შტრიხების, თამამი ხაზების, მკვეთრი წყვეტების, ნაზი წერტილების, მრუდებისა და სწორი ხაზების შექმნაზე. თუმცა, უმჯობესია, თუ თავიდან ფანქარს თავისუფლად დაიჭერთ, რადგან ხანგრძლივი სესიების დროს ეს მეტ მოქნილობას შეგმატებთ.

2. დახატეთ პარალელური ხაზები

ეს ყველაზე მოსაწყენი გასახურებელი ვარჯიში კი შეიძლება იყოს, მაგრამ არც ისე მარტივია, როგორც გგონიათ. მიუხედავად ამისა, კარგი პრაქტიკაა კონტროლისთვის, სიზუსტისა და კოორდინირებისთვის. უფრო ზუსტად, სხვადასხვა სიგრძის პარალელური ხაზები დახატეთ სხვადასხვა კუთხიდან. სწრაფად და ერთმანეთთან ახლოს. შეგიძლიათ ეს ფურცელზე ორი წერილის დასმითა და მათი შეერთებითაც გააკეთოთ. პროცესში მხოლოდ მაჯა კი არ გამოიყენოთ, არამედ მთელ ხელს დაეყრდენით, რადგან ეს უფრო კარგი ხაზების დახატვას შეგაძლებინებთ. 

ამასთან, ხაზების სხვადასხვა კუთხიდან ხატვა ისე, რომ პლანშეტი არ ამოატრიალოთ კარგი პრაქტიკაა, რადგან თქვენს ხელს განსხვავებული პოზიციებიდან ხატვას აჩვევს. 

3. დახატეთ წრეები

ასე თვალისა და ხელის კოორდინირების უნარს გაიუმჯობესებთ. სხვადასხვა ზომის წრე დახატეთ, გამოიყენეთ მხარი და არა, მხოლოდ მაჯა, რათა უკეთესი მრუდები მიიღოთ. ექსპერიმენტები კი სხვადასხვა კუთხითა და ზომით ხატვაში ჩაატარეთ. მოსაწყენი არის, მაგრამ ვიდეოში ნახავთ, როგორ გახადოთ პროცესი მეტად სახალისო:

4. დახატეთ ჩრდილები

ჩრდილების განსხვავებული მეთოდებით ხატვა, ასევე, განსხვავებულ შედეგებს მოგაწვდით, შემდგომ კი ტონების ზუსტად შერჩევას შეგაძლებინებთ. დახატეთ ოთხკუთხედები ან წრეები და განსხვავებული ტიპის ჩრდილები ჩახატეთ მასში. 

5. უბრალოდ გააკეთეთ ჩანახატები

პროცესში არაფერზე იფიქროთ და თავს განტვირთვის საშუალება მიეცით, ასე მოდუნდებით და არც სრულყოფილების ძიება მოგიწევთ. დაიწყეთ ხაზის გავლებით და დააკვირდით, სადამდე მიგიყვანთ ეს ან რაღაც ზოგადი დახატეთ და შემდეგ დააკვირდით, შეძლებთ თუ არა მის ამოსაცნობ პერსონაჟად თუ ობიექტად ქცევას. ახალი იდეებისთვის შესანიშნავ ინსპირაციად იქცევა და პროცესიც მეტად სასიამოვნო შეიძლება, აღმოჩნდეს. 

6. დახატეთ კონტურები 

კიდევ ერთი შესანიშნავი გასახურებელი სავარჯიშოა, რომელიც კვლევის უნარს გაგიუმჯობესებთ ისე, რომ შეცდომების დაშვების არ გეშინოდეთ. ამისთვის ბევრი გზა არსებობს, მაგრამ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ წინ ობიექტი დახატოთ თვალის მოუშორებლად, ფურცლიდან კალმის ან ფანქრის აღების გარეშე. დააკვირდით ობიექტს და შეისწავლეთ მისი ყოველი დეტალი. თავიდან ეცადეთ, მხოლოდ ობიექტის კონტური დახატოთ, დააკვირდეთ მას, შემდეგ კი მეტი სირთულისთვის თვალებიც შეგიძლიათ, დახუჭოთ. 

7. დახატეთ 3D ფორმები

ეს მოცულობისა და პერსპექტივების უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ. ამიტომაც სამგანზომილებიანი ობიექტების სკეტჩების ხატვა დაიწყეთ, იქნება ეს კუბები, სფეროები თუ ცილინდრები. შემდგომ კი შეგიძლიათ ეს ფორმები გააერთიანოთ და პროცესი მეტად კომპლექსური გახადოთ. 

 

8. დახატეთ ჟესტები

აღნიშნული ობიექტის ზოგადი პოზისა და მოძრაობის აღბეჭდვას ისახავს მიზნად. ასე ხელი გაგივარჯიშდებათ, დაკვირვების უნარიც გაუმჯობესდება და პროცესში მეტ თავდაჯერებულობასაც შეიძენთ. ფორმასა და ანატომიასაც უკეთ გაიაზრებთ…

9. შექმენით ვარიაციები

რომელი მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ სკეტჩების ხატვის წინ გასახურებლად, მნიშვნელოვანია, რომ იგი ვარიაციებით წარმოადგინოთ, შეუცვალოთ ფორმა, ხაზი და გამოხატულება…

10. დაგეგმეთ, რას დახატავთ

ახლა კი რეალურად შევხედოთ ამ პროცესს — ზემოთ განხილული ყველა სავარჯიშო კი შესანიშნავი გზაა თქვენი კუნთების ასამუშავებლად, მაგრამ საქმეს მთელი დღე ხაზების ან წრეების ხატვით ვერ გააკეთებთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ თქვენს გასახურებელ ვარჯიშებს იმ ესკიზის საჭიროებებს შეუსაბამებთ, რომლის დახატვასაც აპირებთ. მაგალითისთვის, იმ ხაზების შესწავლას დაიწყებთ, რომლებიც, შესაძლოა, საბოლოო ესკიზში გამოგადგეთ. ამიტომ, ჯერ დაგეგმეთ, რის დახატვას აპირებთ, შემდგომ გახურების ვარჯიში შეუსაბამეთ და შედეგიც არ დააყოვნებს. 

6 მაგალითი, რომლებიც აჩვენებს, რამხელა ძალა აქვს ილუსტრაციას

10 ოქტომბერს, Oscar and the Wolf თბილისში კონცერტს გამართავს