17
მაი
2018

ასე არ უპასუხო! – როცა გასაუბრებაზე გეკითხებიან: „რით ხარ უნიკალური?“

17 მაი 2018

სამსახურის მაძიებელთათვის, რომლებიც გასაუბრებიდან გასაუბრებაზე დადიან და არაერთ ინტერვიუზე გამოუცდიათ საკუთარი თავი, უჩვეულო არ უნდა იყოს გამსაუბრებლების შეკითხვა: „როგორ ფიქრობ, რით ხარ უნიკალური?“ – და ალბათ, ესეც ნაცნობია, როცა დასაქმების მსურველთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მათ რაღაც განსხვავებული, განსაკუთრებული, მახვილგონივრული და გამაოცებელი უნდა თქვას.

statiebi-bog
statiebi-bog

თუმცა, ხშირად გამოდის ხოლმე ისე, რომ პოზიციისთვის სრულიად შეუფერებელ უნიკალურ მახასიათებლებს აღნიშნავენ, რაც თავის მხრივ, უხერხულობასაც კი ქმნის ინტერვიუს ამ ნაწილში. მაგალითად, „რა განაპირობებს შენს უნიკალურობას?“ და პასუხები:

„ჩემი მრავალფეროვანი პიროვნული შესაძლებლობები“;
„არ ვფიქრობ, რომ უნიკალური ვარ“;
„შემიძლია, ცხვირზე დავიდო კოვზი ისე, რომ არ ჩამომივარდეს“;
„ვარსკვლავური ომების კოლექცია მაქვს“;
„ვერ გეტყვით, სანამ კონფიდენციალურობის ხელშეკრულებას არ მოაწერთ ხელს“ და ა.შ.

რა არის კარგი პასუხი? – როგორც ექსპერტი ამბობენ, ამ შემთხვევაში, რელევანტური იქნება იმ უნარებისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, რაც ფიქრობ, რომ შემოთავაზებულ პოზიციას ერგება. თუმცა, გარდა იმისა, რომ შესაძლოა, შენი კომპეტენციები მართლაც შესაფერისია კომპანიის ვაკანტური ადგილისთვის, საჭიროა, სწორი აქცენტების დასმა და შესაბამისად, რეკრუტერის დარწმუნება, რომ სწორედ შენ გეძებდნენ.დამსაქმებლებს სამსახურში აჰყავთ „ასპირინი“ და არა – „ვიტამინი“
როცა რეკრუტერი გეკითხება, „რით ხარ უნიკალური?“ – ის, რეალურად, გულისხმობს: „აღმიწერე, როგორ წარმართავდი რომელიმე კონკრეტულ სიტუაციას?“ – სწორედ ამიტომ, საჭიროა, მას აჩვენო შენი ხედვა, როგორ დაზოგავდი ფულს, როგორ მოაშორებდი კომპანიას თავის ტკივილს, როგორ მოიქცეოდი კრიზისულ სიტუაციაში და ა.შ. ეს ყველაფერი, დაგეხმარება სწორად შეაფასებინო დამსაქმებლებს შენი დაქირავების ღირებულება. რაც უფრო მეტად დაამტკიცებ, რომ „ასპირინი“ ხარ და არა – „ვიტამინი“, სამსახურში შენი აყვანის შანსიც უფრო მეტია. რადგან ის, რასაც „ვიტამინობა“ გულისხმობს: შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა, ეფექტურობა და ა.შ. შენი კანდიდატურის პრიორიტეტულობას ვერ გაუსვამს ხაზს.

დაიმახსოვრე! შენ ხარ უნიკალური, მაგრამ არა განსაკუთრებული
უნიკალურობის შესახებ კითხვაზე პასუხისას, ასევე, მნიშვნელოვანია თავმდაბლობის გამოჩენაც, რადგან შენ გარდა, არიან სხვა კანდიდატებიც, რომლებიც შენსავით კვალიფიციურები არიან. დამსაქმებელი გეკითხება, რა განგასხვავებს სხვებისგან და არა – რით ხარ განსაკუთრებული, ამიტომ აქცენტის გაკეთება ღირს შენს კონკრეტულ გამოცდილებაზე და არ არის საჭირო, ავტობუსით გადაუარო იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტული პოზიციის დასაკავებლად კონკურენციას გიწევენ.P.S. დამქირავებელს შენზე იმაზე მეტი აინტერესებს, ვიდრე შენი უნიკალურობაა
დაანახვე მენეჯერებს, რამდენად სასარგებლო იქნება კომპანიისთვის შენი დაქირავება. დღეს, ინტერვიუებისთვის მზადყოფნა ნიშნავს, იცოდე, როგორ უპასუხო ბიჰევიორისტულ, ქცევით შეკითხვებს – როგორ გააზიარო შენი წარსული გამოცდილება იმგვარად, რომ ვალიდური იყოს შემოთავაზებულ პოზიციასთან. შენი უნიკალურობა არ არის საკმარისი, აუცილებელია, გქონდეს დამაჯერებელი პასუხები და შენს სიმართლეში დაარწმუნო გამსაუბრებელიც – რომ შენი პრეტენზია, არსებულ პოზიციაზე, ადეკვატურია.

წყარო: inc.com



განხილვა