in ,

გასეირნება დრონით და სამუშაო ადგილი CNN–ში – ვიდეობლოგერის უჩვეულო ექსპერიმენტი

საფრენი დრონი გადასაღებად მშვენიერია, პიცის ადრესატამდე მისატანადაც კომფორტული, მაგრამ სნოუბორდით სასრიალოდ და თან საფრენად კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ვიდეობლოგერმა ქეისი ნეტატმა, Samsung–ის დახმარებით, სრულიად წარმოუდგენელი და რაც მთავარია, ეფექტური ექსპერიმენტი ჩაატარა. ვიდეობლოგერი უკვე ცნობილია თავისი ნამუშევრებით, განსაკუთრებით კი სნოუბორდით ნიუ-იორკის ქუჩებში გასეირნებით. ამ ვიდეორგოლმა საკმაოდ მოკლე პერიოდში YouTube–ზე 15 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

BOG
BOG

 

მაშტაბები ამჯერადაც საკმაოდ სერიოზულია. მართალია, ჩვეულებრივი დრონი ნამდვილად ვერ გაუძლებს ადამიანის წონას, მაგრამ როდესაც საქმეში Samsung–ი და პროფესიონალი მექანიკოსები ერთვებიან, შეუძლებელი არაფერია. ქეისისთვის დამზადდა განსაკუთრებული დრონი, რომელმაც თავისუფლად მოახერხა ჩანაფიქრის განხორციელება. სანტა კლაუსის ფორმაში გამოყობილი ქეისი სნოუბორდითა და დრონის საშუალებით როვანიემის დათოვლილ ქუჩებში სეირნობდა და გამვლელებს მხიარულ განწყობას უქმნიდა.

ახალი ვიდეო წინას არაფრით ჩამოუვარდება, ჯერ 2 დღეც არ გასულა და მას უკვე 2 მილიონზე მეტი მნახველი ყავს. რაც მთავარია, ამ უჩვეულო და კრეტიულმა ქმედებებმა ჩვეულებრივ ვიდეობლოგერს CNN–ში სამუშაო აპოვნინა.

ეს არის რებრენდინგი, რომელიც გვეამაყება – LIVE Branding პირველი ნაბიჯისთვის

“სასტუმრო მუზეუმისა” და კახაბერის საახალწლო პროექტის შთამბეჭდავი ვიდეო რგოლი