in

რატომ ვშეშდებით შიშის დროს?

როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, შიშის დროს ე. წ. გაშეშება ან გონების სიმშვიდე „დაგვიანებული ბრძოლაა“. გაშეშება ერთდროულად ააქტიურებს როგორც სიმპათიკურ, ისე პარასიმპათიკურ სისტემებს.

ამასთან, გარკვეულ სიტუაციებში „ბრძოლა-ან-გაქცევა“ ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია გადასარჩენად – მაგალითად, გზიდან გადახტომა, როცა მანქანა მოქრის. თუმცა ბევრი ჩვენგანი ასეთი მომენტების დროს უბრალოდ იყინება. რატომ ვაკეთებთ ამას? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას სიტუაციის გაუარესება და სავალალო შედეგების გამოწვევა შეუძლია.

რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, რაც იწვევს ამ გაშეშების რეაქციას?

აბსურდულ შემთხვევაში, თუ ტყეში დაიკარგებით და ვეფხვთან (ან ლომთან, მგელთან თუ გაბრაზებულ სპილოსთან) ახლოს აღმოჩნდებით, თქვენი ტვინის ზოგიერთი უბანი ბრძოლისკენ იქნება მიმართული. ამის სანაცვლოდ, შეიძლება, სხეულმა მატონიზირებელი ან კოლაფსური უმოძრაობა განიცადოს, რაც ბრძოლის და გაქცევის რეაქციას გამორიცხავს.

სამეცნიერო საზოგადოებაში გაშეშებას მოიხსენიებენ, როგორც „ყურადღებიან უმოძრაობას“ და ხშირად განიხილება შუალედური ნაბიჯი სტრესულ სტიმულებსა და მოქმედებებს შორის, როგორიცაა ბრძოლა ან გაქცევა. როგორც ჩანს, როცა იყინები, ყველაფერი ნელი მოძრაობის სახეს იღებს, რადგან ირგვლივ ყველა დეტალს დიდ ყურადღებას აქცევ.

კიდევ ერთი რეაქციაა მატონიზირებელი უმოძრაობა. გაშეშებისგან განსხვავებით, რომელიც ჩნდება სტრესული სიტუაციების დასაწყისში, მატონიზირებელი უმოძრაობა უფრო გვიან ვლინდება, როცა გაქცევის საშუალება არ გაქვს. გონების სიმშვიდე აქტიურად გამზადებთ შიშის დასაძლევად. მეორე მხრივ, მატონიზირებელი უმოძრაობა ცხოველებს ეხმარება, მკვდრის „როლი მოირგონ“, რათა მტაცებლის მსხვერპლად არ იქცნენ.

აღსანიშნავია, რომ ვინაიდან ეს ფენომენი ჩვეულებრივ მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, გაშეშებამ შეიძლება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში შეგიწყოთ ხელი. მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ის მაინც შემაფერხებელი ფაქტორია, თანაც მასთან გამკლავება კიდევ უფრო უჭირთ შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებს და მეტად იყინებიან დიდი თუ პატარა საფრთხის დროს.

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ რეაქციის შეუსაბამო ვადებთან ბრძოლა. თუმცა ამისთვის უნდა გვესმოდეს, კონკრეტულად რა ხდება სხეულში უმოქმედობის დროს.

რა ხდება სხეულში, როცა ვიყინებით?

ავტონომიური ნერვული სისტემა უზარმაზარ როლს ასრულებს საფრთხეზე დამცავი ფიზიოლოგიური და ქცევითი რეაქციების განვითარებაში. ეს სისტემა ორი ნაწილისგან შედგება — სიმპათიკური და პარასიმპათიკური სისტემებისგან.

თქვენ შეიძლება გსმენიათ ამ სისტემების შესახებ ბრძოლა-ან-გაქცევის პასუხთან დაკავშირებით. ეს იმიტომ ხდება, რომ სიმპათიკური სისტემა გაძლევს ენერგიას, ებრძოლო აღქმულ საფრთხეს. მეორეს მხრივ, პარასიმპათიკური სისტემა უზრუნველყოფს, რომ დაისვენოთ და გამოჯანმრთელდეთ საფრთხის გავლის შემდეგ. სიმპათიკური სისტემის გააქტიურების შედეგად იზრდება ტკივილის ტოლერანტობა, სუნთქვა, კუნთების შეკუმშვა (გრძნობთ ძლიერ დაძაბულობას). თუმცა, პარასიმპათიკური სისტემა ჩვეულებრივ დომინირებს სხეულში გაშეშების დროს, ამიტომ გულისცემა მცირდება.

Apple საძიებო სისტემის შექმნაზე მუშაობს

მზის ქარის ტალღამ დედამიწის მაგნიტოსფეროში ნაპრალი გააჩინა