in

“გაშეშების შელოცვა” – სალომე ჯოხაძის ნამუშევარი


სალომე ჯოხაძე თანამედროვე ხელოვნების არტისტია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალი ნამუშევრების სერია “გაშეშების შელოცვა” შექმნა. ქართული შელოცვებით შთაგონებული სერია ონლაინ ბიენალეს რეზიდენციაში შეიქმნა. ჩვენ კი დავინტერესდით, რა იყო სალომეს შთაგონება პროექტის განხორციელებამდე.

მე როგორც აღვიქვამ ამას, თამედროვეობის ჯადოქრები ხელოვნებით დაკავებული ადამიანები არიან. ამ იდეის გასავრცობად მომინდა ქართული-ხალხური შელოცვების პოვნა და მათი რამეში გამოყენება. შელოცვები, რომლებიც აღმოვაჩინე, ერთ საერთო მიზანს მოიცავდნენ: მათ წარმოთქვამდნენ, სხვადასხვა კუთხეში, გველების გასაშეშებლად, მაგალითად რაჭაში:

„კი-კი, კი-კი, კიბანახი,

აჩანახი, ბაჩანახი,

გველო შენ გამორაკრაკდი

თხილის ჯოხივით გაშეშდი“

ძალიან მიმიზიდა გაშეშების აქტმა. იმავე წარმატებით, ამ შელოცვით იქნებ სხვა ყველაფერი არასასურველის გაშეშებაც შევძლოთ, რაც ჩვენკენ მოემართება.

გველი ბოროტების სიმბოლო არაა ჩემთვის, უფრო რაღაც მიმზიდველის და ლამაზის, რამაც შეიძლება ზიანი მომაყენოს. ზოგად კვლევებს ხშირ შემთხვევაში ბოლოს პირად ცხოვრებას ვუტოლებ. ყოველდღე მიწევს „გველებთან“ გამკლავება – იქნება ეს ფიზიკურ გველებთან თუ ჩემს ტვინში არსებულთან. ერთი შელოცვით კი შემიძლია გავაშეშო ისინი.

„არისუ მარისუ სარია სარისუ“ (მეგრული შელოცვა)


კერძო სექტორი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

„აჭარაბეთი“ განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას