ზოგჯერ ძალიან რთულია, სასურველი ნივთის შესაძენად ერთიანად მოაგროვო თანხა ან იმდენხანს იცადო, ვიდრე ხელფასიდან გადადებული ფული მის ღირებულებას არ გაუტოლდება. ასე ვთქვათ, სურვილის ასრულება სასიამოვნოა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამაში ფულის გადახდა გვიწევს, „მწარე“ გემოს გვიტოვებს…
უკვე 4 წელია, სწორედ ამ გამოწვევას ჭრის რე|ბანკი, რომელმაც წარმატებული საქმიანობის აღსანიშნავად, სააგენტო HOLMES&WATSON-თან ერთად, კრეატიული კამპანია შეიმუშავა — „გასინჯე ტოპ|ქარდი, აიღე ერთხელ, გაანაწილე არაერთხელ“.
კამპანიის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას რე|ბანკის საცალო მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი დიანა თიგიშვილი გვაწვდის.
M: დიანა, როგორ შეაფასებდით ბაზარზე არსებობის 4 წელს — რამდენად განხორციელდა ყველა ის მიზანი, რომლის შესრულებასაც ამ დროის განმავლობაში გეგმავდით?
2019 წლის აგვისტოში საქართველოს საბანკო სივრცეში გაჩნდა ყვითელი რე|ბანკი, ერთი დიდი მიზნით — შეეთავაზებინა ადამიანებისთვის უფრო სარფიანი საბანკო პროდუქტი, როგორიცაა უპროცენტო გადანაწილების ბარათი ტოპ|ქარდი, როგორც განვადების უპროცენტო და გაცილებით მარტივი ალტერნატივა. ამას ეტაპობრივად დაემატა სხვა საბანკო პროდუქტებიც და დღეს უკვე რამდენიმე მიმართულებით ვემსახურებით ადამიანებს.
ეს 4 წელი, მართლაც რომ, გამოწევებით სავსე იყო… მაგალითად, გახსნიდან რამდენიმე თვეში დაიწყო პანდემია, რამაც გვიბიძგა, სწრაფად ვადაპტირებულიყავით ახალ რეალობაზე და მომსახურება გადაგვეწყო სრულად ონლაინ. ვფიქრობ, ყველა გამოწვევას ყოჩაღად ვხვდებით მუდმივად მზარდი, პროფესიონალი და შეუპოვარი გუნდით.
M: ამჟამინდელი კამპანიის შექმნის მიზანი რა იყო?
ტოპ|ქარდით გადანაწილების გაცნობა მათთვის, ვისაც ჯერ არ გაუსინჯავს მისი გემო. გადანაწილება შედარებით ახალი საბანო პროდუქტია ქართულ ბაზარზე, ეს არის განვადების უპროცენტო ალტერნატივა. ტოპ|ქარდის შემთხვევაში მთავარ კომფორტს ქმნის ბარათით გადახდის ფორმა — თანხა ერთიანად გაიცემა ბარათის სახით და ყოველი გადახდისას არ არის აუცილებელი რაიმე პროცესის გავლა, გადაიხდი და თანხა განაწილებულია. ვინაიდან ტოპ|ქარდის აღება და გამოყენება უფასოა, ვფიქრობთ, მისი გასინჯვა ნამდვილად ღირს ერთხელ მაინც.
M: ზოგადად, თქვენი აზრით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში როგორ გაამარტივეთ მომხმარებლებისთვის სასურველი ნივთების შეძენა და როგორ აქციეთ გადახდის „სიმწარე“ სასიამოვნო შესაძლებლობად?
სიმართლე გითხრათ, ტოპ|ქარდის მომხმარებლებს ხშირად ვუსვამთ ამ შეკითხვას, პასუხი ასეთია: ტოპ|ქარდით არ უწევთ სურვილების გადადება, ვინაიდან ფასი ნაწილდება 3,6 და მეტ თვეზე და თან მართლა უპროცენტოდ. გადანაწილებით მოსახერხებელია არა მხოლოდ ტექნიკის ან შედარებით ძვირადღირებული ავეჯის, ტანსაცმლის თუ აქსესუარების შეძენა, არამედ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების, სახლის საყიდლების, საწვავის, სააფთიაქო პროდუქციის ყიდვაც კი, განსაკუთრებით ხელფასის ბოლო კვირაში.
M: სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
სამომავლო გეგმების თვალსაზრისით, რე|ბანკი სტაბილურად განაგრძობს ზრდას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მუდმივად ვაუმჯობესებთ არსებულ პროდუქტებს და მომსახურებას, ასევე ვამუშავებთ ისეთ ახალ შეთავაზებებს, რომლებიც თანხვედრაში იქნება ჩვენს მთავარ მიზანთან — ადამიანებს შევთავაზოთ მარტივი და ურთიერთმომგებიანი საბანკო პროდუქტები.
[R]