in

გასქროლე სფეისით – როგორ დავიბრუნოთ მგზავრობის ფული უკან?

რამდენიმე თვეა, თბილისში და ბათუმში ახალი ეკოლოგიური ტრანსპორტი – სქროლის ელექტრო სკუტერები გამოჩნდა და მალევე გახდა ახალგაზრდებისთვის და არა მარტო, მგზავრობის საყვარელი საშუალება. სწორედ ამიტომ, სფეისი, ვიზა და სქროლი დამეგობრდნენ და 19 ივნისიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, სქროლზე სფეისის ვიზა ბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 30% მომენტალურად დაგიბრუნდებათ.

„როგორც კი შევამჩნიეთ, რომ ჩვენი მომხმარებლები აქტიურად იყენებდნენ სქროლს მგზავრობისთვის, დავიწყეთ შეღავათზე ფიქრი და ვიზასთან და სქროლთან ერთად 30%-იანი ქეშბექი შევთავაზეთ სფეისელებს. ვფიქრობთ სწორია, ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის დასაჩუქრება და წახალისება.“ – აცხადებს ნათია ჭანტურია (Product Owner სფეისში)

„ჩვენ პირველივე დღიდან ვათვითცნობიერებთ, რომ ვმუშაობთ ისეთ გამოწვევებზე, რომლის მოგვარებაც მხოლოდ ერთიან საზოგადოებას შეუძლია. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანია: გავხადოთ ჩვენი ტრანსპორტი უფრო მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი. ამისკენ პირველი ნაბიჯი ჩვენს მეგობრებთან სფეისთან და ვიზასთან ერთად გადავდგით და სფეისის ვიზა ბარათის მფლობელებს 30%-იანი ქეშბექი შევთავაზეთ“ – გოჩა ხოსმაზარაშვილი (სქროლის მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი)

”როგორც წამყვანი გადახდების ტექნოლოგიური კომპანია საქართველოსა და რეგიონში, ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებლებს შევთავაზოთ საფუძვლიანი მიზეზები, რათა აირჩიონ Visa- ს  ბარათი ყოველდღიური ტრანზაქციების განსახორციელებლად. ლანჩზე საყვარელი კაფის, თუ კინოთეატრის სტუმრობისას, მაღაზიაში შესყიდვების გაკეთებისას, თუ ქალაქში სქროლით გასეირნებისას – Visa გადახდის მარტივი და მოსახერხებელი მეთოდია. ახლა კი, სფეისის Visa ბარათის მფლობელებს შეუძლიათ, ისიამოვნონ ზაფხულით, იმგზავრონ სქროლით და ამავდროულად მიიღონ 30% -იანი ქეშბექი ”-კრისტინა დოროში, ვიზის რეგიონალური მენეჯერი, კავკასიის რეგიონში.

როგორ უნდა მივიღოთ 30%-იანი ქეშბექი?

ამ შეთავაზებით სარგებლობისთვის საკმარისია, გქონდეთ სფეისის ვიზა ბარათი, რომლის შეკვეთა შეგიძლიათ აპლიკაციიდან და მიიღებთ ნებისმიერ მისამართზე უფასოდ. თუ გასქროლვისას სფეის ბარათით გადაიხდით, თანხის 30% იმ წამსვე უკან დაგიბრუნდებათ. ამ შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველას.

„მარტო ქეშბექით არ შემოვიფარგლეთ. შეთავაზებაში ჩვენი უნიკალური ლოიალობის პროგრამა – სფეის თამაშიც ჩავრთეთ. მგზავრობაში გადახდილ თითო ლარზე დაგერიცხებათ 100 ვარსკვლავი და ყოველ პარასკევს შეიძლება 150 ლარამდე მოიგოთ“ – ამბობს ნათია ჭანტურია.

 

[R]

„პეიმანი“ TikTok-ზე კონკურსს იწყებს – ინფლუენსერები და გამომწერები ერთ კამპანიაში

რეგიონებში სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერ პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო