in

გასტრონომ ჯგუფი ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად

გასტრონომ ჯგუფმა” „დინამო თბილისთან” და „ლოკომოტივი თბილისთან” მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც კომპანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჯამური მოგების 10%-ს კლუბების მხარდაჭერას მოახმარს.

დელიკატესების მაღაზიებისა და რესტორნების ქსელი „გასტრონომი“, რომელიც პრემიუმხარისხის პროდუქტების ბაზარზე უპირობო ლიდერია, 2019 წელს დაარსდა. გასტრონომ ჯგუფი თბილისში წარმოდგენილია პრემიუმდელიკატესების მაღაზიებითა და სხვადასხვა კონცეფციის რესტორნით.

კომპანიისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის პოპულარიზაციაა. საინტერესოა, რომ ათობით წლის სამუშაო ბავშვებისა და მოზარდების ფეხბურთით დაინტერესების მიმართულებით, ერთმა ზაფხულმა ჩაანაცვლა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმოუდგენელი სიხარული აჩუქა ქართველ გულშემატკივარს და უდიდესი მოტივაცია გააჩინა ფეხბურთზე მეოცნებე ასეულობით პატარაში. ეს იყო მთავარი ინსპირაცია გასტრონომ ჯგუფის დამფუძნებლის, გიორგი თენაძისთვის და მისი გადაწყვეტილებით, კომპანია სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული ფეხბურთის ორი ყველაზე მსხვილი და ლეგენდარული კლუბების – ლოკომოტივი თბილისისა და დინამო თბილისის ძირითადი მხარდამჭერი გახდა.

ორივე კლუბი ზრდის ქართული ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავებს. დინამო თბილისის აკადემიაში აღიზარდნენ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ კაკაბაძე,  საბა ლობჟანიძე, ირაკლი აზაროვი, გაბრიელ სიგუა და სხვა წარმატებული ფეხბურთელები.

გასტრონომის მიზანია, კლუბის აკადემიის ბავშვები საჭირო რესურსებით უზრუნველყოს, რათა დაეხმაროს მათ მიზნების მიღწევასა და ფეხბურთის ვარსკვლავების მომავალი თაობების აღზრდაში.

ქართული ფეხბურთის მხარდაჭერის იდეა გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე ყოფნისას დამებადა რომან ფიფიასა და ლექსო თოფურიასთან შეხვედრის დროს. ჩემთვის შთამაგონებელი იყო მათი მრავალწლიანი თავდადება და სიყვარული ფეხბურთისადმი, თუ როგორ არ კარგავდნენ ამდენი წლის განმავლობაში იმედს, დებდნენ უსაზღვრო შრომას აკადემიის აღსაზრდელებში. საბოლოოდ, მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ამ ზაფხულს მთელ საქართველოს ამხელა სიხარული განგვაცდევინეს ჩვენმა ფეხბურთელებმა”, – აცხადებს გასტრონომ ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი თენაძე.

[R]

COVID-19-ის შეზღუდვებმა თინეიჯერების ტვინი დააბერა — კვლევა

Instagram თინეიჯერებს მკაცრ შეზღუდვებს უწესებს — რას გვთავაზობს Teen Accounts?