in

Gastronome 4 წლისაა!

Gastronome Group-ის ბიზნესკონცეფცია კვების ინდუსტრიაში გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. ეს არის კომპანია, რომელიც უკვე მეოთხე წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს და ფართო ქსელითაა წარმოდგენილი.

მას აქვს პრემიუმ დელიკატესების მაღაზიის 6 ფილიალი, 4 პრემიუმ კლასის რესტორანი: იტალიური Bistro by Gastronome, Argentinian Steakhouse by Gastronome, უნიკალური შტრიხების მქონე ქართული რესტორანი Tamara, კლუბი ZEN, კონცეპტუალური შოურუმი Kitchen and Living by Gastronome – რომელიც სამზარეულოს, კულინარიისა და (უკეთესი) ცხოვრებისთვის აუცილებელ ნივთებსა და დიზაინის ობიექტებს სთავაზობს მომხმარებელს.

გასტრონომს 30 სექტემბერს დაბადების დღე აქვს და ამ თარიღთან დაკავშირებით საგულდაგულოდ ემზადება. მთელი დღის განმავლობაში მომხმარებელს ყველა ფილიალში დახვდება სასიამოვნო გარემო, ფურშეტი, სასმელები და ექსკლუზიური ფასდაკლება – 30% სრულ ასორტიმენტზე. ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში კი გაიმართება ღონისძიება, სადაც მოწვეულნი იქნებიან ერთგული მომხმარებლები, რომელთაც გასტრონომი სასიამოვნო მუსიკით, საჩუქრებით, გათამაშებებით და საინტერესო აღმოჩენებით გაუმასპინძლდება.

აღსანიშნავია, რომ გასტრონომი თავის იუბილეს მთელი თვის განმავლობაში ზეიმობს და მომხმარებლებს უწყვეტად სთავაზობს მრავალფეროვან შეთავაზებებს. ხოლო 30 სექტემბერს გასტრონომი ამ ყველაფერს გრანდიოზულად დააგვირგვინებს და ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებით გიმასპინძლებთ.


ფილიალების მისამართები:

ჭავჭავაძის გამზ. 49დ
ამაღლების ქ. 12
ა. ბელიაშვილის ქ. 27
ვაჟა-ფშაველას გამზ. 22
ი. აბაშიძის ქ. 65/67
ლისი, ნეკერჩხლის ქ. 2

[R]

Meta-მ ახალი AI სერვისები წარადგინა!

Meta-მ „ჭკვიანი“ და VR სათვალის ახალი მოდელები წარადგინა