24 დეკემბერს, დიღმის მასივში, ა.ბელიაშვილის #27-ში „გასტრონომის“ახალი ფილიალი გაიხსნა. ორ სართულზე განლაგებული მაღაზია საქართველოში უპრეცედენტო shop-and-dine კონცეფციის იქნება, რომელიც ერთ სივრცეში განლაგებულ მაღაზიასა და რესტორანს გულისხმობს.
„ერთი წელია, რაც „გასტრონომი“ ბაზარზეა და ჩვენ უკვე მესამე ფილიალს ვხსნით. დიღმის ფილიალი გამორჩეულად დიდი ფორმატისაა, სადაც მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი დახვდება. რეგულაციების მოხსნის შემდეგ კი, მეორე სართულზე ბისტროს ტიპის რესტორანიც ამოქმედდება, სადაც კერძები მხოლოდ ჩვენი პრემიუმ ხარისხის პროდუქტებისგან მომზადდება. ეს იქნება shop-and-dine კონცეფციის პირველი ობიექტი საქართველოში.“
„გასტრონომის“ სივრცე მაქსიმალურად ორიენტირებულია კომფორტისა და მრავალფეროვანი გამოცდილების შეთავაზებაზე. Მომხმარებელს თავადაც შეუძლია, მიიღოს აქტიური მონაწილეობა გარკვეულ პროცესებში: მაგალითად, თავად დაჭრას პროშუტო ბერკელის ისტორიული დიზაინის საჭრელზე, დააგემოვნოს ყველი და ღვინო.
„გასტრონომი“ მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტებსა და დელიკატესებს, რომელთა დაგემოვნების შესაძლებლობაც აქამდე მხოლოდ საზღვარგარეთ მოგზაურობისას ჰქონდათ. მაღაზიაში წარმოდგენილია ამერიკული პრემიუმ სასტეიკე ნაჭრები, იტალიური და გერმანული ძეხვეული, შვეიცარიული და ჰოლანდიური ყველი, ვეგანური და გლუტენის გარეშე პროდუქცია, ტკბილეული და სასმელი მსოფლიოს საუკეთესო მწარმოებლებისგან.
დიღმის გარდა, „გასტრონომის“ მაღაზიებში სტუმრობა ვაკეში და სოლოლაკშიც არის შესაძლებელი.
[პარტნიორის კონტენტი]