in

GASTRONOME დასაქმების ფორუმს მართავს!

პრემიუმ დელიკატესების ქსელი Gastronome 6 ნოემბერს დასაქმების ფორუმს ატარებს და სტუმარმასპინძლობისა და გაყიდვების სექტორით დაინტერესებულ პირებს ელოდება.
• 12:00 – 16:00 საათი
• უნივერსიტეტის #24, „ტერმინალის“ ოფისი.

„თუ გსურს დასაქმება, გაინტერესებს სტაბილური სამსახური სტუმარმასპინძლობის სექტორში ან გაყიდვების მიმართულებით, მაშინ გვეწვიე Gastronome-ის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე და გაიარე გასაუბრება, წინასწარი პროცედურების გარეშე“. 

თუ რომელიმე ვაკანსია თქვენთვის საინტერესოა, აუცილებლად უნდა ეწვიოთ დასაქმების ფორუმს:

  • რესტორნის მენეჯერი
  • სუ შეფი
  • დემი შეფი
  • კონდიტერი
  • სერვისის სუპერვაიზერი
  • სტუმრის დამხვედრი (ჰოსთესი)
  • მიმტანი
  • სტიუარდი
  • დიასახლისი
  • ინვენტარიზატორი
  • გაყიდვების კონსულტანტი
  • მოლარე
  • ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
  • უსაფრთხოების თანამშრომელი

ეს იმ პოზიციების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც Gastronome-ის ბრენდის ქვეშ შემავალი კომპანიები გვთავაზობენ.

ასევე დასაქმების მსურველებს კონკურენტუნარიან პირობებსა და ანაზღაურებას სთავაზობენ. როგორიც არის:

  • 40-საათიანი სამუშაო კვირა
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • პროფესიული განვითარება
  • მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო

დელიკატესების მაღაზიათა ქსელი Gastronome-ი, დღეს ბაზარზე წარმოდგენილია 7 ფილიალითა და სარესტორნო ქსელით.

Shop&Dine-ის კონცეფციის პირველი რესტორანი Bistro by Gastronome მომხმარებელს იტალიური სამზარეულოს განსაკუთრებულ კერძებს სთავაზობს, ხოლო პრემიუმკლასის რესტორნის, Argentinian Steakhouse -ის მენიუში წარმოდგენილია  იაპონური ვაგიუს და ამერიკული შავი ანგუსის სტეიკი და ბურგერი. 

სულ მალე Gastronome-ის ჰოლდინგის ქვეშ კიდევ ერთი, ამჯერად პრემიუმკლასის ქართული რესტორანი „თამარა“ გაიხსნება, თუმცა ეს არ იქნება ბოლო სიახლე, რომელსაც კომპანია შემოგვთავაზებს.

[R]

რას შეცვლის სამყაროში Hyundai 2045 წლამდე? – ნახეთ BBC-სთან ერთად შექმნილი ახალი კამპანია

Audi e-tron საქართველოში მოდის! – ანდრო დგებუაძისა და ლუკა ნაჭყებიას მოგზაურობა, ეპიზოდი #3