in

უკვე აღმოაჩინეთ „გასტრონომის” ახალი კამპანია?

გახსოვს, რა აღმოაჩინე პირველად ისეთი, რაც მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდა? ეს შეიძლება ყოფილიყო პირველი სათამაშო, პირველი ნიშანი, პირველი დღე სკოლაში ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც შენთვის ძვირფას მოგონებად იქცა. სასიამოვნო აღმოჩენები ჩვენს ცხოვრებას მეტ ხალისს აძლევს და პოზიტივით ავსებს. ასეთი აღმოჩენების გაკეთება ყოველდღიურად არის შესაძლებელი, ისინი დეტალებშია.

სწორედ ამ თემატიკას ეძღვნება „გასტრონომის” ახალი კამპანია, რომელიც გვეუბნება: „აღმოაჩინე პირველად”. ვიდეორგოლი, რომელიც კამპანიის ფარგლებში გაკეთდა, შეგვიძლია ერთად ვიხილოთ, თუმცა, თავად ეს ვიდეოც ერთგვარი აღმოჩენაა. ვიდეო გვიყვება ადამიანების პირველად განცდილ ემოციებსა და გამოცდილებებზე.

კომპანია უკვე სამი წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. Gastronome ასოცირდება ხარისხთან, ექსკლუზიურ გემოებთან, მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისთან და ახალ კულინარიულ აღმოჩენებთან. Gastronome არის მსოფლიოში უნიკალური რითეილერი, რომლის სარეალიზაციო პროდუცქციის 97% მარაგდება საკუთარი იმპორტით. გუნდი გულდასმით არჩევს მსოფლიოს რჩეული ბრენდების თითოეულ პროდუქტს და უზიარებს გურმანებს სრულიად განსხვავებულ გასტრონომიულ გამოცდილებას.

,,გასტრონომი ჯგუფი’’ მოიცავს დელიკატესების 7 მაღაზიასა და 3 განსხვავებული კონცეფციის რესტორანს.
აქ შეგიძლიათ იპოვო შენთვის სასურველი ნებისმიერი გასტრონომიული პროდუქტი, მათ შორის: ფრანგული კრუასანი, მსოფლიოს საუკეთესო ღვინო და შამპანური, ხორცისა და ძეხვეულის ფართო ასორტიმენტი, უმაღლესი ხარისხის შოკოლადი და სხვა.
Gastronome-ში უამრავ პროდუქტს პირველად აღმოაჩენ და თუ ხარ გურმანი, მიიღებ ახალ გასტრონომიულ გამოცდილებას.

30 სექტემბერი გასტრონომის დაბადების დღეა, რასთან დაკავშირებითაც ყველა ფილიალში გელოდება ექსკლუზიური შეთავაზებები და აღმოჩენები. მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერ სტუმარს დახვდება სასიამოვნო გარემო, ფურშეტი, სასმელები და უპრეცენდენტო ფასდაკლება — 30-ში -30% სრულ ასორტიმენტზე.

ვაჟა-ფშაველას ფილიალში კი გაიმართება მცირე ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოწვეული იქნებიან ერთგული მომხმარებლები. საღამოს გააფორმებს სასიამოვნო ცოცხალი მუსიკა და სავსე იქნება სხვადასხვა საჩუქრითა და სიურპიზით.

[R]

როგორ შეიძლება, ელექტრონული კომერცია უფრო მიმზიდველი გახდეს?

ŠKODA-ს საკულტო OCTAVIA-ს 25 წლის იუბილე