მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ბორჯომის ახალ ვიდეო რეკლამას. მინერალური წყლის მთავარი მესიჯი “გათავისუფლდი ზედმეტისაგან” – უცვლელია, მაგრამ ის ახლებულად და რაც მთავარია ვიზუალურად ძალიან მიმზიდველად და საინტერესოდაა ნაჩვენები.
“არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და თანამედროვე ცხოვრების სტილი ხელს უშლის ადამიანებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბორჯომი კი ეფექტურად წმენდს ორგანიზმს და ანიჭებს მათ სიმსუბუქეს. სწორედ ამის გადმოცემა გვსურდა რეკლამაში და ეს მოვახერხეთ” – აცხადებენ კომპანიაში.
ვიდეოს კრეატიული კონცეფცია – IQ Marketing-ს ეკუთვნის, პროდაქშენი – Traveling films, პოსტ პროდაქშენი VELVET, პროდაქშენის სუპერვაიზერი PSB.