28
Feb
2019

ბილ გეითსის აზრით 10 ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგია

28 Feb 2019

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, მცირე მეწარმეებსა და სტარტაპერებს ხშირად საჭირო და პრაქტიკულ რჩევებს აძლევს. ფილანტროპი და ინვესტორი, ამჯერად, 10 ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიაზე საუბრობს. მისი აზრით, ეს ბევრ ბიზნესმენს დააფიქრებს, რა საქმე დაიწყოს, ადამიანების ცხოვრებას კი ძირფესვიანად შეცვლის.

statiebi-bog
statiebi-bog

ბილ გეითსის აზრით, 2019 წლის 10 ინოვაციური ტექნოლოგიაა:

Robot dexterity – რობოტი ხელები, რომლითაც მოუხერხებელი საგნების მანიპულაცია ძალიან მარტივია.

New-wave nuclear power – რეაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას.

Predicting preemies სისხლის ტესტი ორსულთათვის, რომელითაც შეიძლება ნაადრევი მშობიარობის წინასწარ დადგენა.

Gut probe in a pill – პატარა ხელსაწყო, რომლითაც შესაძლებელია ნაწლავზე სურათის გადაღება ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე.

Custom cancer vaccines – მკურნალობის მეთოდი, რომელიც კიბოს უჯრედების მუტაციის აღმოსაჩენად, იყენებს სხეულის იმუნურ სისტემას. ეს დაავადების შეჩერების არაჩვეულებრივი გზაა.

The cow-free burger – მცენარეებისგან, ლაბორატორიულად შექმნილი ხორცის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია ნახშირჟანგის გამონაბოლქვის შემცირება.

Carbon dioxide catcher – ტექნოლოგიები, რომლითაც შესაძლებელია ნახშირჟანგის დიოქსიდის ჰაერისგან გამოყოფა და მისი ცალკე ათვისება.  

An ECG on your wrist – სატარებელი მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მუდმივად აკონტროლონ გულის მუშაობა.

Sanitation without sewers – ენერგოეფექტური ტუალეტები, რომლებსაც არ სჭრიდება კანალიზაცია და ნარჩენებს, ავტომატურად, ადგილზევე ანადგურებს.

Smooth-talking A.I. assistants –  ტექნოლოგია, რომელიც სემანტიკურ კავშირს ამყარებს სიტყვებს შორის და ხელს უწყობს რობოტებს, უკეთ აღიქვან ადამიანების ენა.

 

წყარო: Inc.



განხილვა