26
Sep
2016

დახარჯე ენერგია, რომ დაიმსახურო Gatorade! – კამპანია #BurnItToEarnIt

26 Sep 2016

Elit Electronics
Elit Electronics


Gatorade-მა მომხმარებელზე ზრუნვის ახალი მეთოდი მოიფიქრა და ვისაც ფიზიკური დატვირთვა ნაკლებად აქვს და წონის გარდა, ფორმებსაც უჩივის, სახალისო სიურპრიზი მოუწყო – კამპანია #BurnItToEarnIt, ანუ დახარჯე ენერგია, რომ დაიმსახურო ეს სასმელი. ფლეშმობი პირდაპირ ქუჩაში, სპორტის ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით მოაწყო. მათი ნახვა გაოცებას იწვევდა გამვლელებში, ხოლო ყველას, ვისაც ხელში Gatorade ეჭირა, წინ სერიოზული გამოწვევა დახვდა – კალათბურთის, ამერიკული ფეხბურთისა და ბეისბოლის ვარსკვლავებთან შერკინება. სასმელისგან მიღებულ ენერგიას დახარჯვა სჭირდება, ამიტომაც ყველა მონაწილეს მოუწია გარჯა, რათა თავისივე სასმელი უკან დაებრუნებინა.

სანახაობას ორი კომენტატორი ახმოვანებდა და გამვლელებიც ინტერესით აკვირდებოდნენ. ვისაც გაუმართლა და სასმელით ხელში წააწყდა გადამღები ჯგუფი, მას ნამდვილად ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება რჩევა-დარიგება, რაც ვარსკვლავებისგან მიიღო.  

ნახეთ, როგორ დაიბრუნა თავისი სასმელი გოგონამ, რომელსაც ბოთლი კარლ ენტონი თოუნსმა წაართვა. აქვე გთავაზობთ კამპანიის სხვა სახალისო ვიდეორგოლებს.

 

განხილვა