ცნობილი სახეების სარეკლამო კამპანიაში ჩართვა ნაცადი მარკეტინგული მიდგომაა. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, სპორტული სასმელის რეკლამაში, ფეხბურთის სუპერვარსკვლავების ჩართულობა. Gatorade-მა თავის ვიდეორგოლში ორი თანაგუნდელი დაუპირისპირა ერთმანეთს. კამპანიის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად ბრენდის სპორტული ენერგეტიკული სასმლის რეკლამირებისთის მომზადდა, ბარსელონას ორი გამორჩეული ფეხბურთელი, ლიონელ მესი და ლუის ალბერტო სუარესი ბრენდმა ერთმანეთის პირისპირ დააყენა და მათ შორის “სამკვდრო-სასიცოცხლო” ბრძოლა გააჩაღა. მართალია, ამ ორი ფეხბურთელის მეგობრობის ამბავი, როგორც მოედანზე ასევე მის ფარგლებს გარეთაც, საკმაოდ ცნობილია, მაგრამ ამჯერად, საზოგადოებამ მათი ურთიერთობის სრულიად განსხვავებული მხარე დაინახა.
https://www.youtube.com/watch?v=glqgQTKK8UY