Gatorade-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი და სერენა უილიამსის არაჩვეულებრივი ტექსტი მშვენიერი მოტივაციაა ახალგაზრდა გოგონებისთვის. მართალია ვიდეოში, რომელიც ბრენდისთვის სააგენტო TBWA-მ შექმნა, ჩოგბურთელი კონკრეტულად თავის პატარა ქალიშვილს მიმართავს, თუმცა, რეალურად ეს სიტყვები ყველა გოგონასთვის მშვენიერი შთაგონება შეიძლება იყოს. მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ათლეტი სპორტის იმ მახასიათებლებზე საუბრობს, რაც თითოეული ადამიანის წარმატებული და ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=95&v=6JvRVILczps













