in ,

ისტორია უკვე ისტორიაა! ახალსა და უნიკალურს კი უსაინ ბოლტი ქმნის! – Gatorade-ის ვიდეორგოლი

ისტორია და მრავალწლიანი თუ საუკუნოვანი გამოცდილება ყოველთვის რაღაცას გვკარნახობს და გვახსენებს. მაგალითად, სპორტის ისტორია მსოფლიო დონის ათლეტებისთვის გარკვეულ სტანდარტებს გულისხმობს: სიმაღლეს, წონას, ფიზიკურ მონაცემებს, ასაკს, სქესს, ხშირად წარმომავლობას, სახელს, გვარს და საცხოვრებელ ადგილსაც კი აკონკრეტებს, ამასთან სპორტისადმი მიდგომას, ვარჯიშის ხარისხსა თუ წარმატებისკენ მიმავალ გზასაც კი თავისებურად აღწერს. თუმცა, ისტორია რომ უკვე ისტორიაა, ამას ძალიან ბევრი ჩვენი დროის გამორჩეული სპორტსმენი ყოველდღიურად ამტკიცებს. ყველაფრის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი უსაინ ბოლტია, სპრინტერი, რომელიც ახალ ისტორიას ქმნის და თავისი ყოველი გამოსვლით აუმჯობესებს უკვე მიღწეულ შედეგებს. რა თქმა უნდა, მისი შრომა დაუფასებელი არ რჩება და ისეთი ბრენდი, როგორიც Gatorade-ია, მზად არის, მასზე არაჩვეულებრივი ვიდეორგოლი შექმნას. ამჯერად, ეფექტური სამოტივაციო სანახაობის ავტორი სააგენტო TWBA გახდა.

BOG
BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=bCOicwYuxxc

რომ არა Vodafone, მარტინ ფრიმანი სერიოზულ უსიამოვნებაში გაეხვეოდა!

ბორჯომის ტყის აღსადგენად დაწყებული კამპანია გრძელდება