in

მარკეტინგს უყვარს ანალიტიკა – GAU-ს ბიზნესის სკოლის პროგრამაში სიახლეა!

იცი „სმარტფონის“ გამოყენება? კომპიუტერის? თან შემოქმედებითი საქმიანობაც ხომ არ გიზიდავს ან დაუსრულებლად ხომ არ ადევნებ თვალს საქართველოსა და მსოფლიოში შექმნილ სარეკლამო კამპანიებს? გინდა, რომ გქონდეს არჩევანის პრივილეგია, შენ წყვეტდე სად დასაქმდები და ყველგან, სადაც მიხვალ, შენს აზრს ენდობოდნენ? მაშინ სიახლე, რომელსაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გთავაზობთ, შენთვისაა.

bog
bog-mob

 

სამყაროში მიმდინარე ტრენდები, დიჯიტალიზაცია, კომპიუტერული ტექნოლოგიების მზარდი როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში და პროფესიონალებში ე.წ. soft skill-ების მნიშვნელობის ზრდა პირდაპირპროპორციულია თანამედროვე დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა.

ამას მოწმობს უახლოესი წლების მოთხოვნადი და წარმავალი უნარ-ჩვევების სიაც, რომელსაც World Economic Forum აქვეყნებს:

[მზარდი: ანალიტიკური აზროვნება და ინოვაცია, შესწავლის სტრატეგიები, კრეატიულობა, ინიციატივა, ტექნოლოგიის დიზაინი და პროგრამირება, კრიტიკული აზროვნება, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტა, ლიდერობა და სოციალური ზეგავლენა, ემოციური ინტელექტი, არგუმენტირება, სისტემური ანალიზი და შეფასების უნარი.

კლებადი: დავალებების მანუალურად შესრულება, მეხსიერება, ვერბალური და სმენითი უნარები, მენეჯმენტი, ტექნოლოგიების ინსტალაცია და შენახვა, წერა-კითხვა, მათემატიკა, ადამიანების მართვა, ხარისხის და უსაფრთხოების მართვა, კოორდინაცია და დროის მართვა, ტექნოლოგიების გამოყენება, მონიტორინგი და კონტროლი.]

ფოტო: „WEF” (წყარო #1, წყარო #2)

ნებისმიერი აკადემიური სივრცის გამოწვევა არის და იქნება, რომ ფეხი აუწყონ მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას და შესაფერისად შეცვალონ ტრადიციული სწავლების მეთოდები და პროგრამები.

მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფაკულტეტიც – ბიზნესის ადმინისტრირება, რომლის ერთი შეხედვით ჰუმანიტარული მიმართულებები, მარკეტინგი და მენეჯმენტი საჭიროებს თანამედროვე მიდგომების დანერგვას – ინტუიტიური გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკიდან, რაოდენობრივად გამყარებულ, ანალიტიკურ აზროვნებაზე გადასვლას. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტებმა (Stanford, MIT …) მკვეთრად გაზარდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების, ბიზნეს მოდელების და ანალიზის როლი სასწავლო პროგრამებში.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის გუნდი უკვე 15 წელია, რაც მუშაობს სასწავლო პროგრამის მუდმივად დახვეწაზე და ისეთი პროფესიონალების აღზრდაზე, რომელებიც შეესაბამებიან თანამედროვე დამსაქმებლების მოთხოვნებს ან თავად ქმნიან ჯანსაღ, წარმატებულ, ინოვაციურ სამუშაო გარემოს. ამაზე მეტყველებს QUANT-ის პროგრამა, რომელიც 2006 წლიდან სტუდენტებს რაოდენობრივ ანალიტიკოსებად აყალიბებს და სრული, ანუ 100%-იანი დასაქმების მაჩვენებელი აქვს საქართველოს წამყვან ინსტიტუციებში, წამყვან პოზიციებზე.

წელსაც GAU-ს ბიზნესის სკოლის პროგრამაში კიდევ ერთი სიახლეა.

ბიზნესის ადმინისტრირების ფუნდამენტალურ დარგებს (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი) ემატება ზემოხსენებული უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – ბიზნესის ანალიტიკა, რაც გულისხმობს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას მარკეტინგული და მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებაში.

პროგრამა ადვილად ასათვისებელი და საინტერესოა ახალგაზრდებისთვის და არ საჭიროებს რთულ მათემატიკურ აპარატს. მის ერთადერთ იარაღს წარმოადგენს კომპიუტერი, აღჭურვილი იმ უმარტივესი ფუნქციებით, რომლებიც კარგად ნაცნობია აბიტურიენტებისთვის, სმარტფონებისა და სხვა გაჯეტების გამოყენების უდიდესი პრაქტიკიდან გამომდინარე.

კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება საოცარ შედეგებს გვაძლევს: სტანდარტული თეორიები, რომლებიც თვისობრივად აღწერს ბიზნესს, მდიდრდება რაოდენობრივი, რიცხვებში გამოსახული შედეგებით და ამ თეორიების პრაქტიკაში გამოყენების ფართო შესაძლებლობას იძლევა.

რა ტიპის აქცია ან ფასდაკლება უნდა გამოაცხადოს სავაჭრო ობიექტმა, როგორია ეფექტური მარკეტინგული ბიუჯეტი დასახული მიზნის გათვალისწინებით, ან ზოგადად ბიუჯეტის ოპტიმალური სტრუქტურა, რა რაოდენობის თანამშრომელი შეძლებს მოცემულ დავალებასთან გამკლავებას, როგორია ფასდადების სტრატეგია კომპანიაში – ამ და სხვა ყოველდღიურ თუ სტრატეგიულ საკითხებზე პასუხი ინტუიციასთან ერთად smart ანალიტიკით იქნება გამყარებული.

საქართველოში GAU-ს ბიზნესის სკოლის პროგრამა ერთადერთია, რომელიც, დღეს, ითვალისწინებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში უკვე დანერგილ პრაქტიკას.

მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია GAU-ს ღია კარის დღეზე, 7 მარტს, 13:00-ზე!

 

[პარტნიორის კონტენტი]

„საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი ნიშნავს, რომ მაღალი, თანამედროვე სტანდარტებით ვმუშაობთ“

#უსმინექართულს: გაჩა ბაქრაძე ახალ ალბომს აქვეყნებს