in

გზა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან (GAU) ნიუ-იორკამდე – გიორგი პერტაია

ქართული განათლების სისტემა ხშირად არის კრიტიკის ადრესატი. თუმცა, ქვეყანაში მაინც არსებობს კერძო სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც სტუდენტისთვის ხარისხიანი განათლების მიცემას ახერხებენ, რაც კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ასპარეზზე სწავლის გაგრძელებასა თუ მუშაობის დაწყებაში უწყობს ხელს. დოქტორის ხარისხის მქონე გიორგი პერტაია ფლორიდის უნივერსიტეტის ინდუსტრიული ინჟინერიის ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულია. დაახლოებით ერთი წელია, გიორგი რაოდენობრივი ფინანსურ ანალიტიკოსის პოზიციას იკავებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტში CITI Group, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია საბანკო, საინვესტიციო და ფინანსური პროდუქტების თვალსაზრისით. რა გზა განვლო საქართველოდან ნიუ-იორკამდე და როგორ დაეხმარა – GAU-ში მიღებული ცოდნა გზის გაკვალვაში, გიორგი პერტაიასგან მოვისმინეთ.

M: გიორგი, გვიამბეთ, რა გზა გამოიარეთ GAU-დან CITI-მდეროგორ მოხვდით?

GAU-მ საშუალება მომცა, პროფესიის არჩევის ეტაპზე, ჯერ კიდევ უმაღლესი განათლების პირველსავე საფეხურზე ჩემთვის სასურველ სპეციალობაზე, ფინანსურ ანალიტიკაზე (QUANTS) მესწავლა. ამავდროულად, მომეცა საშუალება მაგისტრატურა სწორედ იმავე მიმართულებით გამეგრძელებინა და საკუთარი თავი ლექციების კითხვის როლშიც გამომეცადა. შესაბამისად, GAU-ს დიდი წვლილი მიუძღვის, ჩემი აკადემიური და კარიერული წარმატება სწორედ ამ კონკრეტული მიმართულებით რომ განვითარდა.

ასევე, განვილილი გზის მიმოხილვისას, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მქონდა საშუალება საკუთარი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებში მემუშავა. საქართველოში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება არაერთხელ აღმოჩნდა ჩემთვის გამოსადეგი.

უმნიშვნელოვანესი გამოცდა აშშ-ში ფლორიდის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამის გავლა გახდათ. 2016 წლის აგვისტოში დავიწყე სწავლა ფლორიდის უნივერსიტეტში (University of Florida) ინდუსტრიული ინჟინერიის განყოფილებაში, კერძოდ ფინანსური ინჟინერიისა და რისკების მართვის ფაკულტეტზე. აქ გავიარე კიდევ ერთი მაგისტრატურა და დავასრულე სადოქტორო პროგრამა. შედეგად, ავიღე დოქტორის ხარისხი, რამაც ამერიკის დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიან კადრად მაქცია. შემოთავაზება Citi-ში მუშაობის შესახებ, ჯერ კიდევ სადოქტორო პროგრამის სტუდენტის რანგში მივიღე.

M: რატომ შეაჩერეთ არჩევანი GAU-ზე და მის სამაგისტრო პროგრამაზე?

პროფესიის შერჩევის ეტაპზე ჩემი ინტერესი უშუალოდ რაოდენობრივი ფინანსები გახლდათ, ვინაიდან მათემატიკა და ბიზნესის ადმინისტრირება ორივე მაინტერესებდა. იმ პერიოდშიც და ახლაც მხოლოდ GAU-ში გახლდათ შესაძლებელი ამ კონკრეტული მიმართულების შესწავლა, რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო ბიზნესის ადმინისტრირების სხვა მიმართულებების არჩევაც, როგორიცაა მარკეტინგი და მენეჯმენტი. 2007 წელს, სტუდენტებს, რომელთაც იგივე ინტერესი გააჩნდათ როგორიც მე, ხშირად ან მათემატიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით უწევდათ საბაკალავრო პროგრამის არჩევა, მხოლოდ იმიტომ, რომ უნივერსიტეტები ბიზნესის ფაკულტეტის ფარგლებში ამ კონკრეტული მიმართულებით უმაღლესი განათლების საფეხურზე პროგრამებს არ სთავაზობენ. ეს სპეციალობა მათემატიკისა და ფინანსების სიღრმისეულად სწავლას გულისხმობს.

სწორედ ამ უნიკალურ პროგრამაზე მაღალმა კონკურენციამ უზრუნველყო ჯგუფის საუკეთესო სტუდენტებით დაკომპლექტება და ინტელექტუალურად პროდუქტიული გარემოს შექმნა, რაც კიდევ უფრო დადებითად აფასებს ჩემთვის უნივერსიტეტში განვლილ წლებს.

M: ფლორიდის უნივერსიტეტში სწავლაზეც მოგვიყევით, რა როლი იქონია საქართველოში მიღებულმა განათლებამ საერთაშორისო უნივერსიტეტში მოხვედრის თვალსაზრისით და როგორ  შეადარებდით მიღებულ გამოცდილებებს?

GAU-ს დიპლომი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა ფლორიდის უნივერსიტეტში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო ცოდნა, რომელიც საქართველოში ჩემს უნივერსიტეტში მივიღე. პროფესიულ და აკადემიურ სფეროში დამსახურებულ პირთაგან რეკომენდაციებიც მნიშვნელოვანი გახლდათ.

ვინაიდან GAU-სა და ფლორიდის უნივერსიტეტში, ძირითადად, სხვადასხვა უმაღლესი განათლების საფეხურებზე და ფაკულტეტებზე ვსწავლობდი, ამ პროგრამებს ვერ შევადარებ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია რაოდენობრივი ფინანსების პროგრამის შეთავაზება სტუდენტებისთვის საბაკალავრო საფეხურზე. ჩემ შემთხვევაში დამტკიცდა, რომ უნივერსიტეტმა საკმარისი და კონკურენტუნარიანი პროგრამა შემომთავაზა, რათა აშშ-ში საქმიანობა წარმატებულად გამეგრძელებინა, სწავლისა და მუშაობის ეტაპებზე.

ფინანსური ინსტიტუტების განვითარებას ქვეყნის ეკონომიკაში გადამწყვეტი წვლილი აქვს და მნიშვნელოვანია, სასწავლო პროგრამები თანხმობაში მოდიოდეს ქვეყნის დასაქმების ბაზრის საჭიროებებთან, რასაც ვთვლი რომ GAU კარგად ახერხებს.

M: ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაუს ბიზნესის სკოლაში არის სიახლე, რაც გულისხმობს რაოდენობრივი მეთოდების ინტეგრირებას ახლა უკვე მარკეტინგშიც და მენეჯმენტშიც. რას ფიქრობთ ამ სიახლის შესახებ?

რაოდენობრივი მეთოდების გამოყენება საკითხის სიღმისეულ, ანალიტიკურ და სამეცნიერო დონეზე დამუშავებას გულისხმობს. შესაბამისად, მისასალმებელია ბიზნესის სკოლის სხვადასხვა მიმართულებებათა კურიკულუმებში რაოდენობრივი მეთოდების შეტანა. ვფიქრობ, შედეგად სტუდენტების კონკურენტუნარიანობა ბაზარზე გაიზრდება და მათ აკადემიური ცოდნის თვალსაზრისით უპირატესობა ექნებათ.

 

[R]

IT აკადემია STEP-ის წლის მთავარი ღონისძიება – გრაფიკული დიზაინის სტუდენტების საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა

Apple-ის ორდღიანი დისტანციური მუშაობის პოლიტიკამ კრიტიკა დაიმსახურა!