in

„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ (GAU) გუნდში სიახლეებია

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ (GAU) გუნდში ცვლილებებია – ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე ნატო ტორონჯაძე გახდა, რომელიც, წლების განმავლობაში, „თიბისი ლიზინგში“ წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. მარკეტინგის მიმართულებას, „ლიბერთი ბანკის“ მარკეტინგის და კომუნიკაციების უფროსი თამარ მეგრელიშვილი უხელმძღვანელებს, მენეჯმენტისას კი საინვესტიციო კომპანია Finance in Motion-ის ინვესტიციების მენეჯერი, ნანა მიქაშავიძე. კომპანია 4Finance-ის რისკების განყოფილების უფროსი ირაკლი ჭელიძე ფინანსების, „საქართველოს ბანკის“ Global Treasury Middle Office-ის ხელმძღვანელი თორნიკე მოსიაშვილი კი IT მიმართულებას გაუძღვება.

„GAU ყოველთვის ცნობილი იყო დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით. ეს, პირველ წლებში, მოწინავე სტატისტიკოსების და სამართალმცოდნეების ერთ სივრცეში თავმოყრით გამოიხატა ბიზნესისა და სამართლის სკოლების სახით. დროთა განმავლობაში, უნივერსიტეტს დიპლომატიის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლებიც დაემატა. ამ ეტაპზე მთავარი სიახლეები ბიზნესის სკოლას შეეხო. დეკანის მოადგილის პოზიციაზე  ნატო ტორონჯაძე დაინიშნა, რომელიც წლების განმავლობაში წამყვან პოზიციებზე იყო „თიბისი ლიზინგში“, კერძოდ იკავებდა საკრედიტო განყოფილების უფროსის, რისკების დირექტორის, კომერციული დირექტორისა და დირექტორის მოადგილის პოზიციებს“, – ამბობს  GAU-ს ვიცე-პრეზიდენტის ახალი მრჩეველი, სალომე ღუდუშაური.

მისივე თქმით, ყველა ხელმძღვანელი უკვე შეუდგა საქმიანობას ბიზნესის სკოლაში.

„ნანა მიქაშავიძეს აქვს 20-წლიანი გამოცდილება სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის მენეჯერულ პოზიციებზე, მათ შორის, 10 წელი სს „თიბისი ლიზინგში“, რა პერიოდშიც კომპანიის პორტფელი 15 მილიონიდან 200 მლნ. ლარამდე გაიზარდა. ირაკლი ჭელიძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი და ლექტორია 10-წლიანი გამოცდილებით საკრედიტო რისკების მართვაში და ჩვენთან საკუთარ თავზე აიღებს ბიზნესის სკოლის ფინანსების მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და MIT (Massachusetts Institute of Technology) კურსდამთავრებული თორნიკე მოსიაშვილი პასუხისმგებელი იქნება, უზრუნველყოს ბიზნესის სკოლის ყველა მიმართულებისთვის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი შინაარსისა და ხარისხის ტექნიკური სწავლება. სტუდენტებისთვის ძლიერი ტექნიკური უნარების გამომუშავება კი GAU-ს ბიზნესის სკოლის ერთ-ერთ მთავარ მისიად რჩება“, – ამბობს სალომე ღუდუშაური.

როგორც უნივერსიტეტში ამბობენ, რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (Quant) მიმართულების ხელმძღვანელი და ბიზნეს სკოლის დეკანი კვლავ პროფესორი თეიმურაზ ტორონჯაძე იქნება და მოადგილესთან, თამაზ უზუნაშვილთან ერთად ახალ გუნდსა და GAU-ს სამეცნიერო ჯგუფს გაუძღვება.

ფოტო: გურამ მურადოვი

„ცვლილებები საშუალებას აძლევს GAU-ს ბიზნესის სკოლის სტუდენტებს, ეზიარონ დარგის მოწინავე თანამედროვე პრაქტიკოსი პროფესიონალების გამოცდილებას, გაიარონ წლების განმავლობაში მუდმივად დახვეწადი სასწავლო პროგრამები და ტრადიციულად განაგრძონ უდიდესი მათემატიკური და სტატისტიკური ცოდნის მიღება საქართველოს მოწინავე მეცნიერებისგან. მომავალ სტუდენტებს კი მათი გაცნობის შესაძლებლობა 3 ნოემბერს, ღია კარის დღეზე ექნებათ“.

[R]

#მავერიკი – გიორგი ქოჩიაშვილი

ყოველდღიური დამოუკიდებლობა შშმ პირებისთვის