in

GAU „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის პარტნიორი ხდება

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (Georgian-American University) „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის პარტნიორი ხდება. 

GAU-ს გუნდი პროექტში ჩართულ კომპანიებს კონსულტირებას გაუწევს „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემისთვის ქეისების დამუშავებაში და პროექტზე აიღებს აკადემიური ზედამხედველობის პასუხისმგებლობას. 

ქეისები წარმოაჩენს ქართული კომპანიების წარმატების ისტორიებს, სტრატეგიებსა და მიდგომებს, რომელთა გამოყენებითაც ისინი არჩევენ სამიზნე აუდიტორიას, ფეხს უწყობენ ცვლილებებს ბაზარზე და ვითარდებიან. 

დოქტორი ფილიპ კოტლერი მარკეტინგის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მისი ნამუშევრები, მათ შორის „მარკეტინგის მენეჯმენტი“, მსოფლიო მასშტაბით ყველა პრესტიჟულ უნივერსიტეტსა და ბიზნესსკოლაში გამოიყენება, როგორც ძირითადი სასწავლო სახელმძღვანელო და მარკეტინგის დისციპლინის განმსაზღვრელი ინსტრუმენტი.

სახელმძღვანელო განსაკუთრებული საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელია, რადგანაც თეორიას ლოკალური ბაზრისთვის დამახასიათებელი უახლესი ქეისებითა და პრაქტიკით ამყარებს. მნიშვნელოვანია, რომ წიგნი GAU-ს სილაბუსის ნაწილიც გახდება. პროექტში უნივერსიტეტის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს აკადემიური კვლევების განვითარებას და უზრუნველყოფს სასწავლო  მასალების უახლესი რეალური მაგალითებით გამყარებას.

პროექტი ხორციელდება AWE Consulting-ის, რეგიონსა და ისრაელში Impact-ის ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენლისა და „ლურჯი ოკეანის“ თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველ გამოცემაში „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა“ და „კავეა პლუსის“ წარმატებული მარკეტინგული ქეისი „ცვალებადი ნიშნებიც“ შევა. 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი 2005 წლიდან საქართველოში პირველი ამერიკული სტანდარტების უმაღლესი დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას. GAU-ში სწავლა მიმდინარეობს სამივე საფეხურზე და ის 5 სკოლას, 19 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას აერთიანებს.

[R]

თიხის ქოთნების სისტემა კონდიციონერის მწვანე ალტერნატივას წარმოადგენს

BLOX-ის სიურპრიზი დორტმუნდის აეროპორტში