in

გაუდაბნოების საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, REC Caucasus-ის პრინტ კონკურსი ცხადდება!

გაუდაბნოების საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) პრინტ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც სურს თავისი წვლილი შეიტანოს გაუდაბნოებასთან ბრძოლაში.

“გაუდაბნოების პროცესი და მიწის დეგრადაცია როგორც გლობალური გამოწვევა, საქართველოსთვისაც აქტუალურია და უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანების ყოველდღიურ ყოფაზე, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე. გაუდაბნოება დაკავშირებულია გვალვასთან, რომელსაც მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა შეუძლია მოახდინოს ადამიანთა ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და მათს საარსებო გარემოზე. ეს კი ეკო მიგრაციის გამომწვევი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოში. მიწის აღდგენას და მის მდგრად მართვას შეუძლია შექმნას მწვანე სამუშაო ადგილები ქვეყანაში. “- აცხადებენ REC Caucasus-ში.

კონკურსი ორგანიზებულია GEF-ის დაფინანსებული პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით  მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ ფარგლებში. პროექტის მიზანია მიწის მდგრადი მართვის (SLM) პრაქტიკის დანერგვა და მიწის მდგრადი მართვის ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებლის დემონსტრირება მუნიციპალურ დონეზე. პროექტის ბენეფიციარია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრო, ხორციელდება UNEP-ის მიერ REC Caucasus-ის მეშვეობით.

ცნობილია საპრიზო ფონდიც, რომელიც კონკურსის 3 გამარჯვებულს გადაეცემა:

1 ადგილი – 4,500 GEL

2 ადგილი – 3,000 GEL

3 ადგილი – 2,500 GEL

კონკურსის პირობების დეტალურად გაცნობა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გამოგზავნოთ პრინტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 19 იანვრის 19:00 საათისა და მიუთითოთ “Print Competition” მეილის სათაურში.

ნამუშევრებზე განსათავსებლად, ლოგოების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი მისამართიდან.

კითხვების შემთხვევაში, მისწერეთ ან დაურეკეთ მიხეილ ქურდაძეს: E-mail: [email protected]; მობ: +995 577 05 85 48.

[R]

Netflix-მა, The Witcher-ის სიუჟეტის წინასწარმეტყველებისთვის, რუმინელი ჯადოქრები გამოიწვია

„სულ შენთანაა“! – ასე შეიქმნა თიბისის საახალწლო ვიდეორგოლი