24
Apr
2017

გაუფრთხილდი სიცოცხლეს! – პრინტ კამპანია ავტოსაგზაო შემთხვევების წინააღმდეგ

24 Apr 2017

დღესდღეობით, საგზაო მოძრაობის წესების დაცვა ძალიან აქტუალური პრობლემაა, რასაც უკვე არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოყვა. სწორედ ამიტომ, სარეკლამო კომპანია Ray Advertising-მა პრინტ კამპანია წამოიწყო და ორიგინალური პოსტერების საშუალებით მოგვიწოდა, გავუფრთხილდეთ ჩვენი და სხვების სიცოცხლეს.

ავტორი შალვა მიქუტიშვილი: “ავტოსაგზაო უსაფრთხოების პრობლემა დიდი ხანია მაწუხებს, რაც განპირობებულია იმ უამრავი ტრაგიკული ისტორიითა და ფაქტით, რასაც ვისმენ და ვხედავ. ცოტა ხნის წინ, მეგობრებთან ერთად შევქმენი სარეკლამო კომპანია Ray Advertising და გადავწყვიტეთ, კომერციულ პროექტებთან ერთად, გაგვეკეთებინა არაკომერციული პროექტები აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც გვაღელვებდა. 

დავიწყეთ ავტოსაგზაო შემთხვევების პრობლემით, რის შედეგადაც საქართველოში ყოველწლიურად 600-ზე მეტი ადამიანი იღუპებამსოფლიოს მასშტაბით კი ეს რიცხვი მილიონზე მეტია. მსგავს კამპანიებში ძირითადი აქცენტი სიკვდილზეა გაკეთებული და დამთრგუნველია, ამიტომაც შევეცადე სიცოცხლე და მისი მნიშვნელობა წარმომეჩინა. ასევე მაღელვებდა გზებზე ცხოველების სიკვდილიანობის ფაქტები, რასაც ყველა ვხედავთ, მაგრამ არ ვიმჩნევთ. სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა გადაჭარბებული სიჩქარისა და არასწორი მანევრირების შედეგად ხდება. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ ფოტო, ვიდეო და პრინტ ნამუშევრების შექმნა და ვუთხრათ საზოგადოებას, რომ გაუფრთხილდნენ სიცოცხლეს!”

განხილვა