in

გაუკეთე საჩუქარი დედას

გახსოვს ბავშვობის ის ლაღი და უდარდელი დრო, საკუთარი ხელებით ყველაზე გულწრფელ საჩუქარს რომ უკეთებდი დედას? წუთები, როდესაც მაგიდაზე მიმოფანტულ ფანქრებს, საღებავებს ტოვებდი და მთელი გულით გაკეთებულ საჩუქარს დედისკენ მიარბენინებდი. ის კი ბედნიერი სახით ათვალიერებდა და სიამაყით სავსე გულში გიკრავდა.

მაშინ ალბათ არ გიფიქრია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დედისთვის ეს საჩუქრები. შეიძლება გულიც გწყდებოდა, რომ არ შეგეძლო მისთვის რამის ყიდვა. მაგრამ სწორედ შენი ხელებით შექმნილი იყო ყველაზე ძვირფასი და ღირებული; ასეთი საჩუქრის მიღება ქმნიდა დაუვიწყარ ემოციებს.

მოდი, ახლაც, დედის დღეს, საკუთარი ხელებით გავუკეთოთ დედებს საჩუქარი. ვერაფერი იქნება მათთვის ამაზე ძვირფასი.

დაფიქრდი, სანამ საჩუქრების შერჩევას მაღაზიებში დაიწყებ. იქნებ საკუთარი ხელებით უკეთესის გაკეთება შეგიძლია. გახსოვდეს, დედისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია შენი გაკეთებული საჩუქარი.

25-26 თებერვალს კაფე მზიურში სპეციალური კუთხე დაგხვდება, სადაც დედისთვის სასურველი საჩუქრის გაკეთებას შეძლებ.

[პარტნიორის კონტენტი]

მალე Youtube-ზე ერთი ვიდეოს ყურება სხვადასხვა ენაზე იქნება შესაძლებელი

Heinz-ს ნავს ყიდულობს მამაკაცისთვის, რომელიც ზღვაში კეტჩუპმა გადაარჩინა