15
Apr
2016

როცა გაუთვალისწინებელი ხარჯები გატყდება თავს – MoneyMan.ge-ს  ახალი სარეკლამო რგოლი

15 Apr 2016



ცხოვრებაში, თითოეული ჩვენგანი, ერთხელ მაინც დარჩენილა გაუთვალისწინებელი ხარჯების პირისპირ.  თუ ხელფასამდე ჯერ კიდევ შორია, პრობლემის მოგვარებას MoneyMan.ge გვპირდება.

“ჩვენი სლოგანია “ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე!” და  გვჯერა, რომ ის, რისი გაკეთება და მოგვარებაც დღეს არის შესაძლებელი, არ უნდა გადაიდოს ხვალისთვის.

უცაბედი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, დასაქმებულ ადამიანებს ვთავაზობთ სესხებს 1200 ლარამდე, რომლის მიღება ონლაინ, სულ რაღაც 15 წუთშია შესაძლებელი.

რა თქმა უნდა, მომხმარებლებს მოვუწოდებთ, რომ სესხი პასუხისმგებლობით აიღონ და მხოლოდ საჭირო დანიშნულებით მოიხმარონ. ვცდილობთ თანხა მხოლოდ მათ მივაწოდოთ,  ვისაც მუდმივი შემოსავლის წყარო და თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა აქვს.” –  აცხადებს ანი ზაქარეიშვილი, სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია MoneyMan.ge -ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

მარკეტერი კრეატიული კონცეპტის ავტორს,  სააგენტო Leavingstone-ს ესაუბრა.

“სუპერგმირების სამყაროში, რა თქმა უნდა, ანტიგმირებიც უნდა არსებობდნენ. ანტიგმირები, რომლებიც ფინანსურ პრობლემებს ქმნიან. ერთ-ერთი მათგანი გაუთვალისწინებელი ხარჯია, მოულოდნელობის უბადლო ოსტატი. გამომდინარე ბრიფიდან და ბრენდ-პლატფორმიდან,  ხორცი შევასხით რამდენიმე  თვალსაჩინო ისტორიას ზემორეაღნიშნული გმირისა და ანტიგმირების მონაწილებოით.”

credits

განხილვა