in

როგორ „გავაზაფხულოთ” თბილისი მოლის ახალი კამპანიის ფარგლებში

ზაფხული დასვენებისა და თავგადასავლებისთვისაა შექმნილი, რისთვისაც აქტიურად და მონდომებით ვემზადებით ხოლმე. მომზადება, როგორც წესი, საყიდლების გრძელ სიას უკავშირდება, რადგან სეზონს თავისი ატრიბუტები სჭირდება, რათა ის უფრო პროდუქტიულად და კომფორტულად გავატაროთ.

არ აქვს მნიშვნელობა, მარტო ემზადებით შვებულებისთვის, ოჯახის წევრებთან, პარტნიორთან თუ მეგობრებთან ერთად – საყიდლებზე წასვლა მინიმუმ ერთხელ მაინც დაგჭირდებათ და რას იტყვით ისეთ ადგილზე, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია განთავსებული და ცალ-ცალკე სირბილი არ დაგჭირდებათ ტანსაცმლის, აქსესუარების, თავის მოვლის საშუალებების, სათამაშოებისა თუ სხვა პროდუქტებისთვის?

თბილისი მოლი უკვე ბევრი წელია, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის ფუნქციას ითავსებს და იმისთვის, რომ ზაფხული კიდევ უფრო მხიარული და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული გახადოს თავისი მომხმარებლებისთვის, გთავაზობთ კამპანიას „გავაზაფხულოთ”. 

  
კამპანიის ფარგლებში იმართება კონკურსი, რომლის გამარჯვებულებიც დაუვიწყარი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. მთავარი პრიზია მოგზაურობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ, მზიან რას-ალ-ხაიმაში და შოპინგტური „მანარ მოლში”. ამის გარდა კი, შეგხვდებათ თბილისი მოლის 1000-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები და მოლში მდებარე ბრენდების მაღაზიებისგან ვაუჩერები და სხვადასხვა პრიზი.

როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა? კონკურსს მარტივი წესები აქვს:

  • კამპანია ძალაშია 2024 წლის 20 ივლისიდან, ამიტომ ამ დროიდან თუ იშოპინგებთ თბილისი მოლის ნებისმიერ მაღაზიაში, უნდა შეინახოთ და მოაგროვოთ ჩეკები
  • თითოეული ჩეკის დახარჯული თანხა მინიმუმ 70 ლარს უნდა შეადგენდეს
  • შეგროვებული ჩეკები უნდა წარადგინოთ თბილისი მოლის საინფორმაციო სტენდთან 1 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 21:00-საათამდე. არ დაგავიწყდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
  • ყველაზე მაღალი ჩეკები გამოვლინდება 7 სექტემბერს თბილისი მოლის Facebook გვერდისა და, ასევე, შიდა მონიტორის საშუალებით 
  •  8 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით უკვე სისტემატურად გამოქვეყნდება ყველაზე მაღალი ჩეკები, რათა კონკურსანტებმა მიიღოთ ინფორმაცია, იშოპინგოთ მეტი, გაზარდოთ თქვენი ჩეკის მოცულობა და შეეჯიბროთ სხვა კონკურსანტებს
  • საბოლოო ჩეკს წარადგენთ არაუგვიანეს 16 სექტემბრის 21:00 საათამდე
  • იმ შემთხვევაში, თუ ორი მომხმარებელი იდენტური ჯამური რაოდენობის ჩეკს შეაგროვებს, უპირატეს საჩუქარს მიიღებს ის, ვინც საინფორმაციო სტენდთან მას პირველი წარადგენს
  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან 21 სექტემბერს, თბილისი მოლის მთავარ ატრიუმში

აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ კონკურსში არ მონაწილეობენ თბილისი მოლის თანამშრომლები.

თუმცა მონაწილეობა შეგიძლიათ თქვენ, თბილისი მოლის მომხმარებლებს, ამიტომ იაქტიურეთ, გაიხალისეთ დასვენების დღეები საჭირო საყიდლებით და გააზაფხულეთ!

კრედიტები:

სააგენტო: VAVAVA
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: გვანცა ჩლაიძე; ტატა ქათამაძე
ექაუნთ ლიდი: სალომე ბეჟიტაშვილი
პროექტის ლიდი: თაკო სიმონიშვილი
არტ დირექტორი: ანი ჭოღოშვილი; ნატა სოფრომაძე
რეჟისორი, სცენარი: ნატა სოფრომაძე
ოპერატორი: ირაკლი მეტრეველი
კოსტიუმები: ლიზიკო ჭეიშვილი
მონტაჟი: ლევან ბუთხუზი
ასისტენტი: ვალტერ გორიანოვი, სეიმურ სეიდიევი
ქოფირაითერი: გვანცა დარსანია
მოუშენ დიზაინერი: კოკა კიტია
გადამღები კომპანია: Tesli Studio
ბრენდი: თბილისი მოლი

[R]

„სახლში სანებივროდ შენი ცხოვრებით ცხოვრება“ – m²-ისა და „ნინეასგან“

ტიტანის გულით კაცმა 8 დღე იცოცხლა!