in

გავრცელებული ინფორმაციით, iPhone 14 Pro-ს 48 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება!

თითოეული პიქსელის ზომა დაახლოებით, 2.5 მიკრომეტრამდე გაიზრდება

მინ-ჩი კუომ, TF International Securities-ის ანალიტიკოსმა 2022 წლის iPhone-ის სერიის სავარაუდო პროტოტიპი წარმოგვიდგინა და ძირითადი აქცენტი მის კამერაზე გააკეთა.

მისი ინფორმაციით, iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ის შემთხვევაში სტანდარტული კამერები 48 მეგაპიქსელამდე განახლდება. როგორც კუო ვარაუდობს, ეს მახასიათებელი უფრო ძვირადღირებული, ანუ, Pro მოდელებისთვის იქნება განკუთვნილი. რაც შეეხება, “უბრალოდ” iPhone 14-ს, უცნობია, რამდენად შეეხება კამერის ხარისხის ცვლილება მას.

მიუხედავად იმისა, რომ კამერის სენსორი შეიძლება, 48 მეგაპიქსელიანი იყოს, სავარაუდოა, რომ ფოტომ კვლავ 12 მეგაპიქსელის რეზოლუცია შეინარჩუნოს.  Apple-მა შესაძლოა, სკალირების ალგორითმის გამოყენება გადაწყვიტოს, რომელიც იღებს ნედლეულ 48 მეგაპიქსელურ მონაცემებს და საბოლოოდ 12 მეგაპიქსელიან გამოსახულებას ქმნის. ამას “ოთხკამერიანი შერწყმის წარმოების რეჟიმი” ეწოდება და ბევრ მაღალი დონის ანდროიდ მოწყობილობაში გამოიყენება.

ამასთან ერთად, კუო აღნიშნავს, რომ თითოეული პიქსელის ზომა დაახლოებით, 2.5 მიკრომეტრამდე გაიზრდება. თანაც, მისი ვარაუდით, კამერის ამგვარი განვითარება 8K გადაღებას უზრუნველყოფს.

33 სამშენებლო პროდუქტი, რომელიც ქართულ ანბანს შეესაბამება

საფრანგეთში მოქალაქეები მანქანის ელექტრო ველოსიპედით ჩასანაცვლებლად $3000-ს მიიღებენ