in

თანამშრომლების ოფისში დასაბრუნებლად, გახადეთ ის მეტად სოციალური

ვიდრე ხალხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უბრუნდება რესტორნებს, კონცერტებსა და მოგზაურობებს, ჯერ კიდევ რჩება ერთი ადგილი, სადაც ბევრი მათგანი არ დადის — საუბარია ოფისებზე. ბიზნეს ლიდერები, რომლებიც კვირაში ხუთი დღე 5-დან 9-მდე რეჟიმის დაბრუნებას ელოდნენ, იმედგაცრუებულები დარჩნენ და ზოგიერთ შემთხვევაში მანდატების დათმობაც კი მოუწიათ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დღევანდელ ჰიბრიდულ სამყაროში „სამსახური“ სულ უფრო მეტად ეხება იმას, თუ რას აკეთებენ ადამიანები და არა სად მიდიან. მარტივად რომ შევაფასოთ, არანაირი გზა არ არსებობს 2019 წლის რეალობასთან დაბრუნებისთვის. ამიტომ, დროა, ოფისის როლს გადავხედოთ — როგორც მუშაკებისთვის, ისე ბიზნესისთვის.

ყველასათვის ცნობილი და აშკარაა, რომ გაძლიერებული, ენერგიული თანამშრომლები კონკურენტულ უპირატესობას უზრუნველყოფენ. უბრალოდ, ჯერჯერობით ბიზნეს ლიდერებს უფრო მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე პასუხი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ოფისის ჰიბრიდულ სამყაროში ჩართვა. Microsoft-ის უახლესი კვლევა კი ვარაუდობს, რომ პასუხი ძალიან მარტივია: თანამშრომლების გაერთიანება.

ოფისის ღირებულება ადამიანებშია და არა ადგილში

ბიზნეს გადაწყვეტილების მიმღებებს (BDM) სურთ, ხალხი ოფისებში დააბრუნონ. Microsoft Work Trend Index-ის გამოკითხვის მონაცემების თანახმად, მსურველთა რიცხვი 82%-ს აღწევს. თუმცა ორწლიანი „პაუზის“ შემდეგ, რაც მოგზაურობებსა და სხვა აქტივობებზე უარის თქმასთან ერთად, სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსის უფრო ეფექტურად მართვის შესაძლებლობასაც მოიცავს, თანამშრომლები რაღაც დიდ მიზეზებს ეძებენ ოფისში დასაბრუნებლად. აქ კი ახალი კითხვა ჩნდება: რა არის ამისთვის კარგი მიზეზი?

ეს მარტივია: ხალხი ზრუნავს ხალხზე.

გამოკითხვის ფარგლებში, თუ რა უბიძგებდათ ადამიანებს ოფისში მისვლისკენ, ბევრ მათგანს დამაჯერებელი პასუხი ჰქონდა — კომუნიკაცია კოლეგებთან:

  • დასაქმებულთა 85%-ის მოტივაციას გუნდური კავშირების აღდგენა წარმოადგენს;
  • თანამშრომელთა 84% მოტივირებული იქნება, თუ კოლეგებთან ურთიერთობის აღდგენას შეძლებენ;
  • დასაქმებულთა 74% უფრო ხშირად მივიდოდა ოფისში, თუ „სამსახურის მეგობრები“ იქ იქნებოდნენ;
  • თანამშრომელთა 73%-ისთვის კი მათი უშუალო გუნდის წევრების ოფისში ყოფნაა პრიორიტეტული.

ადამიანთა უმეტესობა ხშირად საუბრობს იმაზე, თუ როგორ ივსებიან ენერგიით კლიენტებთან, კრეატორებთან, სტუდენტებთან ან ზოგადად მათ სფეროსთან დაკავშირებულ პირებთან ურთიერთობისას. „გამახსენდა, რომ ოფისში ფიზიკურად ყოფნა კი არა, ხალხთან პირისპირ კონტაქტი მენატრებოდა“, — ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

თანამშრომლების დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ მათი უშუალო სამუშაო ჯგუფის გარეთ ურთიერთობები ძალიან შეუსუსტდათ. ხოლო 40%-ზე მეტი აცხადებს, რომ თავს კომპანიისგან გარიყულად გრძნობს. ხალხის ხელახლა დაკავშირების უფლებამოსილება გადამწყვეტი იქნება მომავალ წელს. და ნუ დავივიწყებთ ადამიანთა უზარმაზარ ნაკადს, რომელმაც პანდემიისას სამსახური დატოვა ან შეიცვალა.

ლიდერების თითქმის 70% ამბობს, რომ გუნდებში ერთიანობისა და სოციალური კავშირების შექმნა ზომიერი და მძიმე გამოწვევა იყო ჰიბრიდულ სისტემაზე გადასვლის გამო. მაგრამ ახლა მათ უნდა გააცნობიერონ მისი მნიშვნელობა და შესაბამისი ზომები მიიღონ — წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სოციალური კაპიტალის დაკარგვას რისკავენ.

ლიდერებმა მიზანმიმართულად უნდა გამოიყენონ ოფისი სოციალური კაპიტალის აღსადგენად: ღირებულების, რომელსაც თანამშრომლები იღებენ თავიანთი ქსელებიდან, როგორიცაა ახალი იდეების და შთაგონების მოპოვება, დახმარების ან რჩევის მოძიება და კარიერის ახალი შესაძლებლობების პოვნა. სოციალური კაპიტალი არ არის რაღაც სასიამოვნო; მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებმა თავიანთი საუკეთესო სამუშაოს შესრულება შეძლონ და ორგანიზაციებმა ინოვაციების დანერგვა განაგრძონ. ამრიგად, ყველა დონეზე მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებისთვის საჭირო პირობების შექმნა გეგმის მთავარი ნაწილი უნდა იყოს.

ის იწყება თანამშრომლებისთვის იმის დემონსტრირებით, რომ ოფისში მოსვლა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე თვითნებური სურვილი, „სკამებში მოთავსდნენ“. ლიდერებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ადამიანებს შორის კავშირების დამყარებასა და აღდგენას, რათა ხელი შეუწყონ შემოქმედებითობას, გუნდურ მუშაობასა და მხარდაჭერის მძლავრ სისტემებს.

გამოათავისუფლეთ დაკავებული დრო

აქციეთ კომუნიკაცია თქვენი პირადი დროის უმთავრეს პრიორიტეტად. არავის სურს ოფისში წასვლა მხოლოდ იმისთვის, რომ დღე ვიდეო ზარებსა და ელ.წერილებში დახარჯონ. თუმცა, შესაძლოა, სწორედ ეს მოხდეს, თუ ლიდერები და მენეჯერები სათანადო სივრცეს არ შექმნიან.

გააცნობიერეთ, რომ პირისპირ კომუნიკაცია არ ამცირებს პროდუქტიულობას — ის ხელს უწყობს ინოვაციას, ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას, თანამშრომლების შენარჩუნებას და სხვა. კავშირის დროის გასაზრდელად და დასაცავად. ასევე, განიხილეთ გუნდური შეხვედრებისგან თავისუფალი დღეების დანერგვა ან წაახალისეთ თანამშრომლები, დრო დაზოგონ და სახალისოდ გაატარონ.

შექმენით ახალი პირადი რიტუალები

სოციალური კაპიტალისა და გუნდური კავშირების აღდგენის მხარდასაჭერად, ლიდერებმა უნდა განავითარონ გამოცდილება, რომელიც ადამიანებს ახალი გზებით აერთიანებს. შექმენით მიზანმიმართული ქსელის შესაძლებლობები, როგორიცაა ლანჩი პოპულარული ახლომდებარე რესტორნიდან, ან უმასპინძლეთ კვარტალურ „გუნდურ კვირეულებს“, სადაც ადგილობრივი და დისტანციური თანამშრომლები შეიკრიბებიან.

უმცროსი თანამშრომლები განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან, დიდი დრო გაატარონ ოფისში, რათა თავი სამუშაო საზოგადოების ნაწილად იგრძნონ. მაგალითად, Gen Z და მილენიელები ხედავენ ოფისს, როგორც შესაძლებლობას, უფროს მენეჯმენტთან და მათ ხაზის მენეჯერებთან მყარი ურთიერთობები დაამყარონ.

ასე რომ, მიზანმიმართულად გამოყავით დამატებითი პირადი დრო კომუნიკაციისთვის ახალი დაქირავების დროს. და დამწყები თანამშრომლებისთვის, განიხილეთ მიზანმიმართული ღონისძიებების გაშვება, რათა თავიანთი ქსელების ჩამოყალიბებაში შეუწყოთ ხელი.

ყველაფერი გულწრფელად გააკეთეთ

სამუშაოს ტენდენციების უახლეს ინდექსში თანამშრომლების 85%-მა დაასახელა ავთენტურობა, როგორც ნომერ პირველი თვისება, რომელიც საუკეთესო სამსახურის ნაწილია. ბიზნეს გადაწყვეტილების მიმღებთა 83% ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მათი უმაღლესი მენეჯმენტი ავთენტური იყოს.

მაშ, როგორ გამოიყურება ნამდვილობა პრაქტიკაში? ის იწყება ზემოდან, ქმნის ტონს ავთენტური კულტურისთვის, სადაც შეიძლება განვითარდეს ღია, გულწრფელი და თანამგრძნობი კავშირები. Microsoft-ის თანამშრომლების თქმით, ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური უსაფრთხოების არსებობის შემთხვევაში მიიღწევა.

ავთენტური კულტურა და კომუნიკაცია ფიზიკურ სივრცეს სცილდება, რადგან ყველა თანამშრომელი არ იქნება ოფისში ყოველდღე, ან თუნდაც ყოველთვიურად. ლიდერები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი შეტყობინებები ყველა თანამშრომლამდე მიაღწევს, სადაც არ უნდა მუშაობდნენ. მულტიმედიური ფორმატების გამოყენება, როგორიცაა პოდკასტი ან ინტერაქცია შიდა ფორუმებზე, ქმნის მუდმივ საუბარს და ორმხრივ დიალოგს, ეხმარება ადამიანებს იგრძნონ კავშირი, ინფორმირებულობა და ჩართულობა.

ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ ჰიბრიდული სისტემის სწორად მუშაობას. კვლევიდან ირკვევა, რომ ოფისის ახალი როლის გასაღები არის ხალხის ყურადღების ცენტრში მოქცევა, თანამშრომლებს შორის კავშირების გაძლიერებით.

წყარო: HBR



Retainly, მარკეტინგული ავტომატიზაციის ხელსაწყო, საქართველოში შემოდის

ბექა გოჩიაშვილის წლის ბოლო კონცერტი თბილისში