19
Apr
2016

გახდი მენტორი – ახალი სოციალური პროექტი აშშ-ში

19 Apr 2016

“ამ ბავშვს პატრონი რომ ჰყავდეს”- საქართველოში ზედმეტად აქტუალური ფრაზაა.  პატრონში იმ ადამიანს გულისხმობენ, რომელსაც გვერდით დგომა და თავისი გამოცდილების გაზიარება შეუძლია, ანუ მენტორობა.

სტუდენტების 52% უფრო წარმატებულია, როდესაც მას დამრიგებელი ჰყავს და ამხნევებენ.

ამერიკაში მენტორობის ინსტიტუტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათთვის სპეციალური საიტი Mentor.gov  შეიქმნა, რომლის ვიდეორგოლის მთავარი გმირი ბარაკ ობამა გახდა. ობამამ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მენტორობისთვის დრო მაინც გამონახა. მისი მოსწავლე NBA-ს  ახალგაზრდა კალათბურთელი Stephen Curry გახდა.

 

განხილვა